1 1 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

სერვის ოფისების პროვაიდერმა საერთაშორისო კომპანია „რეგუსმა“ „პიარ კლუბს“ უმასპინძლა

სერვის ოფისების პროვაიდერმა საერთაშორისო კომპანია „რეგუსმა“ (მის: ლეონიძის ქუჩა #2, ბიზნეს ცენტრი “ტაბიძე 1“, მე-4 სართული)   „პიარ კლუბს“ უმასპინძლა. სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ „პიარ კლუბის“ წევრები და ორგანიზაციის მმართველი საბჭოს წევრები. მათ კლუბის განვითარებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. შეხვედრის მიზანს კლუბის მომავალი სამოქმედო გეგმის შემუშავება, კერძოდ სფეროში არსებული პრობლემური საკითხების გამოვლენა და შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა წარმოადგენდა. დახურულ შეხვედრას კლუბის და მმართველი საბჭოს 30-მდე  წევრი დაესწრო.

„ჩვენი გლობალური ქსელი ფართოვდება და ახალი სერვის ცენტრი  საქართველოს დედაქალაქ თბილისშიც გაიხსა, სადაც ბიზნეს კომპანიები და საქმიანი ადამიანები შეძლებენ ისარგებლონ იმ სერვისებით, რომლებსაც მათ „რეგუსი“ სთავაზობთ. მოხარული ვარ, რომ ვუმასპნძლეთ „პიარ კლუბს“ რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლებმა გამართეს სამუშაო შეხვედრა, ასევე  გაეცნენ ჩვენს სერვისს და დაათვალიერეს ოფისი,“ - განმარტავს  „რეგუსის“ წარმომადგენელი საქართველოში, რუსუდან ჩაკვეტაძე.
 
სერვის ოფისების პროვაიდერი, საერთაშორისო კომპანია „რეგუსი“ მომხმარებელს  თბილისის ყველაზე პრესტიჟულ, აქტიურ და დინამიურ ნაწილში, თავისუფლების მოედანზე, მის მოთხოვნებზე ორიენტირებულ, კომფორტულ  და იდეალურ სამუშაო გარემოს სთავაზობს.  „რეგუსის“ სერვის  ცენტრი  პრესტიჟული  სასტუმროების, კაფეების, რესტორნების და მაღაზიების სიახლოვეს მდებარეობს და მასში იდეალური გარემოა შექმნილი საქმიანი ადამიანებისთვის. ის მარტივად მისადგომია როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ასევე ფეხით მოსიარულეებისთვის.
 
„რეგუსი“ დაარსდა 1989 წელს, ბრისუელში, ბელგიაში. მისი სათაო ოფისი მდებარეობს ლუქსემბურგში. კომპანიის ქსელი მოიცავს 3000-ზე მეტ ბიზნეს ცენტრს, რომლებიც 120 ქვეყნის 1000-მდე ქალაქშია განთავსებული. „რეგუსი“ წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე.
პროფესიული გაერთიანება „პიარ კლუბი“ 2012 წლის მარტში ჩამოყალიბდა. კლუბი არაკომერციული ორგანიზაციაა, სადაც გაწევრიანება შეუძლია ყველას, ვინც მოღვაწეობს პიარის, მარკეტინგის, სოციალურიმედიის, მედია, სარეკლამო და კომუნიკაციების სფეროში, და აქვს პრაქტიკული გამოცდილება. „პიარ კლუბი“ დაინტერესებული პირებისთვის პერიოდულად მართავს სამუშაო შეხვედრებს, ტრენინგებს, დიალოგს პროფესიულ საკითხებზე, საქველმოქმედო ღონისძიებებს. დღეისათვის, პროფესიული გაერთიანების ფეისბუქის დახურულ ჯგუფში 1200-მდე წევრი ერთიანდება, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სფეროს მნიშვნელობასა და აქტუალობას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...