1 1 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„ეკომ“ საქართველოს ბაზარზე ახალი თაობის საწვავის იმპორტი დაიწყო

საქართველოს ბაზარზე ახალი თაობის საწვავის  იმპორტი დაიწყო და ამიერიდან “ეკოს” ავტოგასამართ სადგურზე ვაჟა-ფშაველას გამზირ #27-ში ახალი თაობის, ევროპული სტანდარტის „ეკო რეისინგი 98“ (სუპერი), „95 ეკონომი“ (პრემიუმი) და „დიზელ ეკონომი“ (ეკო დიზელი) ერთგულ მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს მეტი კილომეტრი განვლონ თითოეულ ლიტრზე და შესაბამისად შეამცირონ საწვავის ხარჯი, 15%-ით  შეამცირონ ავტომობილის ძრავის ხმაური, მნიშვნელოვნად შეამცირონ გამონაბოლქვი და გაუფრთხილდნენ გარემოს.

„ეკოს“  ახალი თაობის საწვავი უზრუნველყოფს ავტომობილის მიერ მაქსიმალური სიმძლავრისა და სიჩქარის განვითარებას, იცავს ძრავს, ასუფთავებს სარქველებს დაგროვილი ნადებისაგან, წმინდავს საწვავის წვისა და მიწოდების სისტემებს და იცავს მათ კოროზიისაგან. „ეკოს“ საწვავი არ შეიცავს ტეტრაეთილტყვიას და მასში გოგირდის შემცველობაც კიდევ უფრო მეტად არის შემცირებული. შესაბამისად, „ეკოს“ საწვავი გაცილებით სუფთაა, სუფთა საწვავი კი ძრავის მუშაობას აუმჯობესებს, რაც თავისთავად მეტი კილომეტრის გავლის და საწვავის ხარჯის მეტი ეკონომიის საშუალებას აძლევს მძღოლს.

შეგახსენებთ, რომ “ვისოლმა” „საბერძნეთის პეტროლიუმთან“, საბერძნეთში ენერგეტიკის სფეროში ყველაზე მსხვილ ბიზნეს ჯგუფთან, ფრანჩაიზინგის ხელშეკრულება 2017 წელს გააფორმა და საქართველოში “ეკოს” ავტოგასამართი სადგურების ქსელის  განვითარების ექსკლუზიური უფლება მიიღო. ხელშეკრულების საფუძველზე „ვისოლმა“ საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე „ეკოს“  ბრენდი დააბრუნა, რომელიც წლების განმავლობაში ქვეყანაში საწვავის ხარისხის ეტალონად იყო მიჩნეული.

„საბერძნეთის პეტროლიუმი“ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ინდუსტრიული ჯგუფია, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალტექნოლოგიურ გადამამუშავებელ ქარხნებს ფლობს. „ეკოს“ ბრენდი საბერძნეთის გარდა, სადაც კომპანია 17 000 ავტოგასამართ სადგურს აერთიანებს, წარმოდგენილია კვიპროსში, მონტენეგროში, სერბეთში, ბულგარეთში და ახლა უკვე საქართველოშიც. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...