1 1 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შეშფოთებას იწვევდა მდგომარეობა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის კუთხით - HRW

შეშფოთებას იწვევდა მდგომარეობა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის კუთხით - ამის შესახებ HUMAN RIGHTS WATCH-ის ანგარიშშია ნათქვამი.

„მარტში პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილება კანონში ფარული თვალთვალის და მიყურადების შესახებ, რომელიც ითვალისწინებდა ახალი სააგენტოს შექმნას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში. 2016 წელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო კანონმდებლობა, რომლითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს პირდაპირი და შეუზღუდავი ტექნიკური წვდომა ჰქონდა სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ქსელებთან კომუნიკაციის მონიტორინგისათვის.

"სასამართლომ დაადგინა, რომ ეს სისტემა დიდი ოდენობით პირადი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების შესაძლებლობას იძლეოდა ეფექტიანი კონტროლის გარეშე და მოითხოვა ფარული თვალთვალისა და მიყურადების დამოუკიდებელი ზედამხედველობა. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ, პრეზიდენტის და სახალხო დამცველის მხარდაჭერით, ახალი კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა; ისინი ამტკიცებენ, რომ კანონი არ უზრუნველყოფს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვას, რადგან ახალი სააგენტოს დამოუკიდებლობის ხარისხი არ არის სათანადო," - ნათქვამია ანგარიშში 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები