1 1 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

თიბისი გალერეამ ოთარ მეღვინეთუხუცესის ხსოვნის საღამოს და მის შესახებ წიგნის პრეზენტაციას უმასპინძლა

თიბისი გალერეაში ოლიკო ჟღენტის  წიგნის “ნიღბის მიღმა“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ცნობილი ქართველი მსახიობის, ოთარ მეღვინეთუხუცესის ცხოვრებას და შემოქმედებას ასახავს. წიგნი მსახიობის 85 წლის იუბილეს ეძღვნება. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ოთარ მეღვინეთუხუცესის შესახებ მომზადებული ახალი დოკუმენტური ფილმიც.

 წიგნში „ნიღბის მიღმა“ ოთარ მეღვინეთუხუცესი მკითხველის წინაშე განსხვავებული რაკურსითაა წარდგენილი. წიგნი 4 ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი მსახიობის პირად მოგონებებს, ჩანაწერებს, ინტერვიუებს მოიცავს, რომლებიც  სხვადასხვა პერიოდის ქართულ და უცხოურენოვან ჟურნალ-გაზეთებიდან, რადიო-სატელევიზიო გადაცემებიდან არის მოძიებული. წერილების, პირადი ჩანაწერების ნაწილი და მსახიობის სამუშაო დღიურები პირველად ქვეყნდება.

 მეორე ნაწილში შესულია ქართველი და უცხოელი თეატრმცოდნეების, კრიტიკოსების, რეჟისორების და  სხვა ცნობილი ადამიანების სტატიები, რეცენზიები, წერილები. მესამე ნაწილში ოთარ მეღვინეთუხუცესს იხსენებენ ახლობლები, მეგობრები, კოლეგები და ყოფილი პარტნიორები. მეუღლის შესახებ საუბრობს გურანდა გაბუნიაც. წიგნის დანართში კი თავმოყრილია ინფორმაცია ოთარ მეღვინეთუხუცესის ჯილდოებისა და დამსახურებების შესახებ. წიგნს თან ახლავს აუდიოჩანაწერების კრებულიც, რომელიც მოიცავს ფრაგმენტებს თეატრალური დადგმებიდან და რადიოსპექტაკლებიდან.

 წიგნი პრეზენტაციაზე დამწრე სტუმრებს საჩუქრად გადაეცათ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...