1 1 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ავტომანქანების სავალდებულო ტექდათვალიერების უფასო ცხელი ხაზი ამოქმედდა

ავტოსატრასნპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ამოქმედების პირობებით დაინტერესებული პირებისთვის 3 იანვრიდან ცხელი ხაზი – 1484 ამოქმედდა.

ცხელ ხაზზე დარეკვა შესაძლებელია საერთო სარგებლობის ფიქსირებული და მობილური ქსელებიდან, მხოლოდ ნომრის – 1484 აკრეფით. კონსულტაციის გაცემის გარდა, ცხელი ხაზის ოპერატორები  მოქალაქეებს დაეხმარებიან ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების ცენტრებში ვიზიტის ონლაინ დაჯავშნაში.

2018 წლის პირველი იანვრიდან ტექინსპექტირება მძღოლების ნაწილს უკვე შეეხო.

ტექდათვალიერება სავალდებულოა სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5 ტ. ზემოთ) ავტომობილებისთვის.

მსუბუქმა ავტომობილებმა, რომელთა ძრავის მოცულობა 3.0-ზე მეტია, ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის ოქტომბრიდან უნდა გაიარონ, 3.0-ზე ნაკლები ძრავის მქონე მსუბუქი ავტომობილებისთვის განსაზღვრული ვადა კი, 2019 წლის იანვარია.

მსუბუქი ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების საფასური 60 ლარს, ხოლო სატვირთო და სამგზავრო ავტომობილების – 100 ლარს შეადგენს.

2018 წლის პირველი იანვრიდან ასევე, სავალდებულო გახდა ტექდათვალიერება აირბალონზე მომუშავე ავტომობილებისთვისაც.

ინსპექტირების ვადები ავტომობილების ასაკზეა დამოკიდებული. 17 და მეტი წლის მანქანებს ტექდათვალიერება 2018 წლის პირველ იანვრამდე უნდა გაევლო. 14-16 წლის ავტომობილებს 2018 წლის პირველ ივლისამდე, 11-13 წლის ავტომობილებზე 2019 წლის პირველი იანვარია განსაზღვრული, ხოლო 1-10 წლის ავტომანქანებისთვის ტექდათვალიერების საბოლოო ვადა 2019 წლის პირველი ივლისია.

სავალდებულო სერტიფიკატისთვის გადასახდელი თანხა 90 ლარიდან 130 ლარამდე მერყეობს. ჯარიმა კი 100 ლარია. რაც შეეხება კატალიზატორს, სავალდებულო 2020 წლიდან გახდება.

სიახლეა ისიც, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლებს მოეთხოვებათ, ფარები მოიყვანონ წესრიგში, რათა არ შეუშალონ ხელი შემხვედრ ავტომობილს.

საჭის გადატანა 2018 წლის პირველი იანვრიდან აიკრძალა, უკვე საჭეგადატანილი ავტომობილებისთვის კი, შეზღუდვა არ არსებობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...