1 3 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„ვენდიმ“ ქართული წარმოების წახალისებისა და უმაღლესი ხარისხის უზრუნველყოფისათვის მორიგი ჯილდო მიიღო

„ვენდიმ“ ქართული წარმოების წახალისებისა და უმაღლესი ხარისხის უზრუნველყოფისათვის „გარდენ ჰოლში“ გამართულ მედიაჰოლდინგ  Georgian Times-ისა  და საზოგადოებრივიაზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია GORBI-ს ტრადიციულ „ბიზნეს დაჯილდოებაზე“ მორიგი აღიარება მიიღო. „ხარისხის გარანტი“, „ეროვნული წარმოება“, „მაღალი ეკოლოგიური სტანდარტი“ - ესაა ჯილდოები, რომელიც 2016 - 2017  წლების ყველაზე წარმატებული კომპანიების დაჯილდოების ცერემონიალზე „ვენდის“ ამერიკული რესტორნების ქსელს ერგო. 

„ვენდიმ“ „ხარისხის გარანტი“ საკვების უსაფრთხოების, ხარისხის კონტროლის დახვეწილი სისტემის, გემოვნური თვისებების, სწრაფი მომსახურების და  სისუფთავისთვის მიიღო.  ეროვნული წარმოების წახალისებისათვის ჯილდო კი „ვენდის“ იმპორტის ქართული პროდუქტებით ჩანაცვლებისათვის ერგო. 

„ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის თქმით, „ვისოლ ჯგუფისთვის“, ისევე როგორც „ვენდისთვის“ ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი საკვების უმაღლესი ხარისხი, მისი უსაფრთხოება, მომსახურების გამორჩეული სტანდარტი და ეროვნული წარმოების წახალისებაა.  „ჩვენ მუდმივად ვცდილობთ შევასრულოთ დანაპირები - „ხარისხი ჩვენი რეცეპტია“. “ვენდის” შემთხვევაში, მთელ სხვა რიგ პროდუქტებთან ერთად ადგილზევე ხდება საქონლისა და ფრინველის ხორცის, პურების წარმოება რომელიც ბურგერებისთვის გამოიყენება. როგორც “ვენდისში”, ასევე “დანკინ დონატსში” იმპორტი სრულად ჩავანაცვლეთ ქართული პროდუქციით, რამაც მილიონობით ლარი მოუტანა საქართველოს ეკონომიკას. შესაბამისად, ამ ძალისხმევის დაფასება და მორიგი ხარისხის ჯილდო ჩვენთვის ყველაზე საუკეთესო აღიარებაა.“, აცხადებს სოსო ფხაკაძე. 

შეგახსენებთ, რომ ნოემბერში „ვენდის“ ქართულმა რესტორნებმა საერთაშორისო „ვენდისგან“ Dave’s Way სერტიფიკატი - ხარისხის ყველაზე მაღალი ჯილდო მიიღო. Dave’s Way ხარისხის სერტიფიკატი შეფასების სხვადასხვა სისტემებთან ერთად მომხმარებლის უმაღლეს შეფასებას ეყრდნობა.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...