1 3 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

საყოველთაო Secret Santa-ს ფარგლებში საშობაო ბაზრობა მოეწყო

თბილისი, 25 დეკემბერი, 2017 - საქართველოს ბანკის, საქართველოს წამყვანი ბანკის ინიციატივით, ახალ აღმაშენებელზე (საფეხმავლო გზაზე) საყოველთაო Secret Santa 2018-ის საშობაო ბაზრობა მოეწყო. ყველას ვისაც აქვს სურვილი შეიძინოს ქართული საჩუქრები და გაახაროს საყვარელი ადამიანები, შესაძლებლობა აქვთ ეწვიონ Secret Santa-ს საშობაო ბაზრობას 25 დეკემბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით. საშობაო ბაზრობა 12:00 საათიდან გაიხსნება და 23:00 საათამდე უმასპინძლებს სტუმრებს. 

საყოველთაო Secret Santa-ს საშობაო ბაზრობაზე წარმოდგენილია Secret Santa-ს სახელოსნოში ჩართული, მხოლოდ ადგილობრივი მცირე ბიზნესის მიერ წარმოებული ქართული და მრავალფეროვანი პროდუქცია, რომელიც ყველა გემოვნების და ასაკის ადამიანის სურვილებს დააკმაყოფილებს. 

Secret Santa-ს საშობაო ბაზრობაზე ასევე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ფოსტა, მათ ვინც ჩართულია საყოველთაო Secret Santa-ს პროექტში, შესაძლებლობა ექნება შეიძინოს ქართული საჩუქარი, ადგილზევე ჩააბაროს ფოსტას გზავნილი და გაახაროს სრულიად უცნობი ადრესატი. აღსანიშნავია, რომ წელს სანტებს შესაძლებლობა აქვთ რაც შეიძლება მეტი ქართული საჩუქარი აჩუქონ თავიანთ ადრესატებს და ამით  ხელი შეუწყონ ქართული წარმოების წინსვლასა და განვითარებას. 

საყოველთაო Secret Santa-ს იდეა ეფუძნება საქართველოში უკვე კარგად ნაცნობ საახალწლო ტრადიციას, რომლის თანახმადაც პროექტში მონაწილეებმა მათთვის სრულიად უცნობ ადამიანებს საჩუქრები უნდა გაუგზავნონ და თავადაც დასაჩუქრდენ. ამ ეტაპზე Secret Santa-ს პროექტში ჩართვისათვის რეგისტრაცია დასრულებულია და ადრესატები თავიანთი სანტების საჩუქრებს ელიან. ადამიანების ჩართულობით ახალი წელი კიდევ უფრო ჯადოსნური ხდება, რადგან მთელი გულით გაცემულ სულ პატარა საჩუქარს დიდი ძალა აქვს. თუ ხარ Secret Santa ეწვიე საშობაო ბაზრობას და #აჩუქე ქართული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...