მსოფლიო
სს „საქართველოს რკინიგზის" განცხადება
2017-12-22 22:41:03
სს „საქართველოს რკინიგზა“ საახალწლო დღესასწაულებზე მომატებული მგზავრთნაკადის დასაკმაყოფილებლად, მოთხოვნად მიმართულებებზე, 2017 წლის 28-29-30-31 დეკემბერს და შემდგომ, 2018 წლის 05-06-07 იანვარს დამატებით ელექტრომატარებლებს ნიშნავს. დამატებითი მატარებლები დაინიშნება თბილისი-ბათუმი-თბილისის (Stadler Kiss) და თბილისი-სენაკი-თბილისის მიმართულებით (GRT), ასევე თბილისი-ზუგდიდი-თბილისისა და თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებაზე მოძრავ საკლასო ვაგონებიან შემადგენლობებს დაემატება სხვადასხვა კლასისის ვაგონები.
აღნიშნულ პერიოდში ქ. ბათუმში ტურისტული მგზავრთნაკადის მომატებისა და მგზავრების თხოვნების გათვალისწინებით 860/859 მატარებლის განრიგით მოძრავ GRT ტიპის შემადგენლობა ჩანაცვლდება კომპანია შტადლერის ორსართულიანი მატარებლით.
დამატებითი მატარებლები შემდეგი განრიგით იმოძრავებენ:
თბილისი-სენაკი-თბილისი #878/877 |
გასვლა | ჩასვლა | გამოსვლა | ჩამოსვლა |
08:50 | 13:08 | 19:45 | 23:59 |
თბილისი-ბათუმი-თბილისი #808/807 |
გასვლა | ჩასვლა | გამოსვლა | ჩამოსვლა |
10:30 | 15:30 | 17:10 | 22:03 |
„საქართველოს რკინიგზა“ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს და გისურვებთ ბედნიერ მგზავრობას!
კომენტარები