1 3 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„ვისოლ ჯგუფი“ ქველმოქმედებას „დიმიტრი ცინცაძის ფონდთან“, World Vision-თან და We Help -თან ერთად განახორციელებს

“ვისოლ ჯგუფი“ თავსი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის დანაპირებს - „ჩვენ ვქმნით უკეთეს მომავალს“ ახალ პარტნიორებთან - „დიმიტრი ცინცაძის ფონდთან“, World Vision-თან და We Help -თან ერთად განახორციელებს და გააფართოებს  იმ მოწყვლად ადამიანთა ჯგუფს, ვისაც აქამდე უწევდა თანადგომას. შესაბამისად, „ვისოლ ჯგუფი“ თავისი შვილობილი კომპანიების „ვენდის“, „დანკინ დონატსის“ და „სმარტის“ ერთგულ მომხმარებლებთან და ახალ საერთაშორისო თუ ადგილობრივ საქველმოქმედო ფონდებთან ერთად დაეხმარება ადამიანებს, ვისთვისაც მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.  

"დიმიტრი ცინცაძის სახელობის  ფონდი"  2013 წლის  აპრილში ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნეებით დაავადებული ბავშვების დასახმარებად შეიქმნა.  ფონდი ყველა მედიასაშუალების ჟურნალისტების გაერთიანების შედეგად დაფუძნდა და  მხოლოდ შემოწირულობებით არსებობს, მათ შორის კერძო თუ საჯარო სამსახურის თანამშრომლების მიერ ყოველთვიურად გაღებული თანხით. შედეგად, ფონდი უკვე  დაეხმარა 267 ბავშვს, რაც თანხობრივად ჯამში 2,5 მილიონ ლარს შეადგენს.

ორგანიზაცია We Help დაარსდა 2013 წლის აგვისტოში. ფონდის მთავარი მისიაა დააკავშიროს ბენეფიციარები, რომლებსაც ესაჭიროებათ სამედიცინო დახმარება საზოგადოების ფართო მასებთან ონლაინ სივრცის მეშვეობით. ორგანიზაციის მთავარი მიზნებია: დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანებისათვის გადაუდებელი ოპერაციების დაფინანსება., შეწირულობის გაკეთების სიმარტივე ონლაინ გადახდის საშუალებით., სოციალური ქველმოქმედების კულტურის დანერგვა და პოპულარიზაცია, საქველმოქმედო ღონისძიებების ჩატარება და საზოგადოების ინფორმირება. ორგანიზაციის მთავარი მახასიათებლებია: გამჭვირვალობა, სიმარტივე და სანდოობა. WeHelp პირველი საქველმოქმედო ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც Crowd Funding სისტემით მუშაობს

World Vision-ი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოში 1996 წლიდან ბავშვებთან, ოჯახებთან და თემებთან ერთად მუშაობს სიღარიბის და უთანასწორობის დასაძლევად. ორგანიზაცია  მიზნად ისახავს მრავალმხრივი მიდგომის საშუალებით სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის ჯანსაღი, აქტიური და ინკლუზიური გარემოს შექმნას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...