1 3 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის “ პედაგოგთა გადამზადების მეორე ეტაპი წარმატებით მიმდინარეობს

სს „საქართველოს რკინიგზის“, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უშუალო მონაწილეობითა და ძალისხმევით დაფუძნდა ააიპ „სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი“.

კოლეჯი 2018 წლის გაზაფხულიდან გეგმავს სამი საგანმანათლებლო პროგრამის დაწყებას, ხოლო სექტემბრიდან განხორციელდება ოთხ ჩარჩო დოკუმენტში გაერთიანებული სარკინიგზო მიმართულების ყველა საგანმანათლებლო პროგრამა. კოლეჯში სწავლის მსურველები დაუფლებიან შემდეგ პროგრამებს:

•          ელექტრომოძრავი შემადგენლობის მექანიკოსი

•          სავაგონო მეურნეობის მექანიკოსი

•          ლიანდაგის მონტიორი                          

•          სარელსო დეფექტოსკოპისტი

•          ლოკომოტივის მემანქანე

•          სარკინიგზო გადამზიდავი

•          სიგნალიზაცია, ცენტრალიზაცია და ბლოკირება.

•          რკინიგზის ელექტრომომარაგების მეურნეობის სპეციალისტი

განათლების ამ მოდელის მეშვეობით სკოლის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდას სწავლის და მუშაობის შესაძლებლობა ერთდროულად აქვს, ახალ ცოდნას და უნარებს იგი ორ პარალელურ სივრცეში, საწარმოსა და სასწავლებლის აუდიტორიაში ითვისებს. სისტემით ტექნიკური განათლების მიღებას უზრუნველყოფს  “Deutsche Bahn” - გერმანიის რკინიგზის შვილობილი კომპანიის  წამყვანი სპეციალისტები. ამ დროისთვის მიდინარეობს კოლეჯის პედაგოგთა გადამზადების მეორე ეტაპი.

-„მე ვარ უდო მაიერი გერმანიიდან, გერმანიის რკინიგზიდან. ჩვენი საქართველოში და „საქართველოს რკინიგზაში“ ყოფნის მიზანია, მოვამზადოთ ლექტორები ევროპული სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში წაიკითხავენ ლექციებს. ჩვენ ვეხმარებით მათ, იმოქმედონ ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით, რაც კომუნიკაციის სტანდარტების რამდენიმე საკითხს მოიცავს. ეს საკითხებია:

            - პოზიტიური, მოტივირებული კომუნიკაციის წესების და სტანდარტების ცოდნა.

            -სწავლების ტექნოლოგიური მხარე და ინსტრუქტორის პიროვნული მომზადების ფაქტორი.

შემდეგი საკითხი, რომლის მიხედვითაც მოხდება სწავლება, გაკვეთილის მომზადებისათვის აუცილებელი გეგმის შედგენა და დროის ეფექტურად განაწილებაა. ეს არის სწავლების პროცესის ერთ-ერთი ძირითადი საკითხი, რომლის დროსაც ხდება ექსპერტის გადაცემის უნარის, ცოდნისა და გამოცდილების დემონსტრირება პედაგოგების მოსამზადებლად. აგრეთვე, მათ უნდა მოახერხონ გეგმის შედგენა-დაწერა დასახული მიზნების გათვალისწინებით. ბოლო ეტაპზე ჩატარდება ტესტირება. ასეთია ჩვენი პროგრამა, რომელშიც მონაწილეობს დაახლოებით 30 მომავალი პედაგოგი.“

შოთა მარგიშვილისს „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენელი; „როგორც თქვენთვის ცნობილია, სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯმა მონაწილეობა მიიღო ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ დაგეგმილ  საგრანტო კონკურსში და მოიპოვა გამარჯვება. ამ გრანტის ფარგლებში, გარდა იმისა, რომ ფინანსდება სარკინიგზო კოლეჯის ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა, ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ადამიანური რესურსების განვითარება, რაც მოიცავს პედაგოგთა გადამზადებასაც. გერმანელი სპეციალისტები ასწავლიან მომავალ პედაგოგებს ნაყოფიერ კომუნიკაციას, თუ როგორ დაგეგმონ ლექციები, როგორ შეადგინონ ეფექტური გეგმა და გადასცენ ცოდნა სტუდენტებს. „საქართველოს რკინიგზის“ კონკრეტული დარგის სპეციალისტების გარდა, სწავლებაში აქტიურად არიან ჩართული ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელები,  ასევე ის  სპეციალისტები, რომლებიც შეირჩნენ კონკურსის წესით, ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროს უშუალო მონაწილეობით.“

შეგახსენებთ, რომ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში სწავლა ვაუჩერიზაციის სისტემით მოხდება, რომელსაც სრულად აფინანსებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, წარმატებულ კურსდამთავრებულებს კი შესაძლებლობა ექნებათ,   დასაქმდნენ „საქართველოს რკინიგზაში“.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...