1 3 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

11 წლის ბავშვი, ციციშვილის კლინიკაში ფილტვების ანთების დიაგნოზით გარდაიცვალა

ჩამოტვირთვა

 მოზარდი, რომელიც ფილტვების ანთების დიაგნოზით, საავადმყოფოში 10 დღის წინ მოათავსეს გარდაიცვალა. 11 წლის ბავშვი  მკურნალობას  ციციშვილის კლინიკაში გადიოდა.

 კლინიკის დირექტორი მაია ჩხაიძე 11 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზებზე და იმ გართულებების შესახებ დეტალურად საუბრობს, რომელიც პაციენტს აღენიშნებოდა.

  ექიმის ინფორმაციით, პაციენტის კლინიკაში შეყვანის დიაგნოზი თავდაპირველად ფილტვების ანთება იყო, ასევე ვირუსული მომონოკლეოზი, რასაც თან ახლდა ეპილეფსია. ექიმების თქმით, მოზარდის მდგომარეობა მოგვიანებთ დამძიმდა და ბავშვის რეანიმაციაში გადაყვანა გახდა საჭირო.

„მკურნალობის პროცესში ჩართულები იყვნენ მშობლები, მკურნალობის გადაწყვეტილების ყველა ნაბიჯზე. თავის შინაარსით, ბავშვი მძიმედ რჩებოდა და გადაყვანილ იქნა რეანიმაციის განყოფილებაში, რადგანაც აღენიშნებოდა მიქს ინფექცია, ე.წ. შერეული ინფექცია, როგორც ბაქტერიული, ისე ვირუსული. ბავშვის მკურნალობის პროცესში ჩართულები იყო არა მარტო ჩვენი კლინიკის, არამედ თბილისის ყველა კლინიკის წამყვანი სპეციალისტები," - განაცხადამაია ჩხაიძემ. 

„პაციენტს განუვითარდა ანთებითი საპასუხო რეაქციის სინდრომი, რომლის გამშვები მექანიზმი იყო ინფექცია, ამის შემდეგ განვითარდა პოლეორგანულიუკმარისობა და ამის შემდეგ განვითარდა სავალალო შედეგი, სიკვდილი პაციენტის. შემოსვლის დიაგნოზი იყო ფილტვების ანთება, ამასთანავე ვირუსული მონონოკლეოზი, თანმხლები დაავადება, ეპილეფსია. შემდგომ განვითარდა ანთებითი საპასუხო რეაქციის სინდრომი, რამაც გამოიწვია პოლეორგანულიუკმარისობა, დაზიანდა როგორც ფილტვები, ისე თირკმელები, სისხლის შემადედებელი სისტემა, გულის უკმარისობა, ყველა ორგანო დაზიანებული იყო და გამშვები მექანიზმი ამ ყველაფრის იყო ინფექცია, რომელიც იყო როგორც ვირუსული, ისე ბაქტერიული. ასევე, კვლევების პროცესში ჩართული იყო დაავადებათა მართვის ეროვნული ცენტრი და პაციენტის კვლევები იქაც ჩატარდა,“ - განაცხადა მაია ჩხაიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები