1 3 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

17 წლის ბიჭი, რომელმაც თვითდაზიანებები მიიყენა, „ლურჯ ვეშაპს“ თამაშობდა

  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის #1 სკოლის დირექტორის, შუშანა კონცელიძის განცხადებით, მათი მოსწავლე, რომელმაც თვითდაზიანება მიიყენა, ბოლო ორი თვის განმავლობაში სკოლაში არ დადიოდა.


როგორც შუშანა კონცელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მოსწავლის სკოლაში გამოუცხადებლობის გამო, არასრულწლოვნის მამამ სკოლის ადმინისტრაციას განცხადებით მიმართა, რომელშიც მშობელი მიუთითებდა, რომ შვილი მას მშენებლობაზე ეხმარებოდა და სკოლას ამ მიზეზით აცდენდა.

ამასთან, ახლობლების მსგავსად დირექტორიც 17 წლის მოზარდის მიერ თვითდაზიანების მიყენების ფაქტს ინტერნეტ თამაშს უკავშირებს და აცხადებს, რომ ბავშვს ხელზე ნაკაწრები აღენიშნებოდა.

„ხელზე ნაკაწრები შევნიშნე, საეჭვოდ მივიჩნიე და ვაცნობე სამართალდამცველებს, სამინისტროსა და მშობლებს“, - განაცხადა შუშანა კონცელიძემ. 

„ვიცით, რომ ლურჯ ვეშაპს თამაშობდა. ვეჭვობთ, რომ მომხდარი, შესაძლოა, ამას უკავშირდებოდეს“, - განაცხადეს ახლობლებმა. 

რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ახლობლების ინფორმაციით, მოზარდს, სანადირო თოფიდან გასროლის შედეგად, სახის არეში უმძიმესი დაზიანებები აქვს მიყენებული. 

17 წლამდე მოზარდი ხელვაჩაურში კლინიკა "მედინაშია" მოთავსებული. მას გუშინ გვიან ღამით, გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები