1 3 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რუსთავში ხანძარს სამი ადამიანი ემსხვერპლა

რუსთავში ხანძარს სამი ადამიანი ემსხვერპლა. როგორც ირკვევა, შემთხვევა მეგობრობის N3-ში გვიან ღამით მოხდა.ხანძრის შედეგად, ბინაში მყოფი შუახნის მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.

ამასთან, გარდაიცვალნენ ახალგაზრდა ქალი, რომელიც მეოთხე სართულზე ცხოვრობდა და მეხუთე სართულზე მცხოვრები შუახნის მამაკაცი. მათი გარდაცვალების მიზეზი კვამლი გახდა. როგორც ირკვევა, საკვამურებმა ნამწვი ვერ გაატარა.

ორი ადამიანი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა, ერთი კი, კლინიკა „რუსთავში“ გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. 

ხანძრისას კიდევ ერთი ადამიანი დაშავდა – ახალგაზრდა ქალი, რომელიც ფანჯრიდან გადახტა. მას კოჭის ძვალი აქვს მოტეხილი და ოპერაცია უტარდება.



კომენტარები

მსგავსი სიახლეები