1 3 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთი ქართველი გაიტაცეს - ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს

რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთი ქართველი გაიტაცეს, გორის რაიონის სოფელ კირბალიდან. ადგილობრივები და ოჯახის წევრები ყვებიან, რომ მამუკა სამხარაძე მაშინ დააკავეს, როცა ის სოფლის მიმდებარედ ფიჩხს აგროვებდა.

დაკავება სავარაუდოდ კვლავ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით მოხდა. 39 წლის მამუკა სამხარაძეს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს.

ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს, რადგან მათ არც ფული აქვთ, რომ ჯარიმის თანხა გადაიხადონ და არც საჭირო კონტაქტები ცხინვალში.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები