1 3 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

" 9 წელი მომისაჯეს, იმიტომ, რომ ჩემმა ოჯახმა 4 წლის პატიმრობის სანაცვლოდ 20 000 ლარი ვერ გადაიხადა"- დაპატიმრებული DJ-ის წერილი ციხიდან

მიხეილ თოდუამ წერილი რამდენიმე დღის წინ საპატიმროდან „თეთრი ხმაურის მოძრაობას“ მიაწოდა.

"გამარჯობა, მე მიხაილო ვარ, DJ და პროდიუსერი.

პირველად ციხეში 2009 წელს ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის” მოხმარებისთვის მოვხვდი, რომელიც 0,0016 მგ. შეადგენდა და 9 წლით თავისუფლებით აღკვეთა მომისაჯეს.

გისოსებს მიღმა თითქმის 4 წელი ვიარსებე. ვიარსებე - ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, რადგან, სადაც ერთფეროვნება მეფობს, იქ ცხოვრება არ იგრძნობა, მონატრება კი შენი ყველაზე ახლო მეგობარი ხდება. გავთავისუფლდი 2013 წელს, მონატრებით გაჟღენთილი. გარეთ დამხვდა ჩემი ოჯახი ნამატით, რომელიც ციხეში ყოფნისას მოევლინა სამყაროს. ეს ჩემი შვილია, უკვე 3 წლის.

გათავისუფლების შემდეგ ჩემში ავტომატურად დაიწყო არსებობიდან ცხოვრებაში ადაპტირების პროცესი და ისევ ის ბიჭი გავხდი, რომელიც 4 წლის წინ ვიყავი, თითქოს ციხეში გატარებული წლები გაყინულა. ერთ დღესაც რეალობის არასწორად აღქმის, გაუაზრებელი ქმედებისა და წინდაუხედაობის გამო, ერთ-ერთ ფესტივალზე მიმავალი ნარკოტიკული საშუალება„ექსტაზის” შეძენა-შენახვა-მოხმარების მუხლით დამაკავეს, რომლის შემცველობაც 12 მგ. „მდმა” იყო.

სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, ახლა რა უნდა დავწერო. არ ვიცი, ჩემი მდგომარეობა სიტყვათა რომელი კომბინაციით გადმოვცე. მას შემდეგ, რაც დამაკავეს, საკუთარ თავთან კონტაქტის უნარი დავკარგე. ამას ალბათ შოკური მდგომარეობა ჰქვია. ყველა გრძნობამ თუ შეგრძნებამ ერთიანად ამოფეთქა. მათ შორის ყველაზე მტკივნეული - უპასუხისმგებლობით გამოწვეული პასუხისმგებლობა იყო. ვერ ვხვდებოდი, რით შემეცვალა ის ტკივილი, რომელიც ჩემს საყვარელ ადამიანებს მივაყენე; ან როგორ მომეპოვებინა ციხიდან ნდობა, რომელიც ციხეში მოხვედრით დავკარგე. რატომღაც ვფიქრობდი: ნარკოტიკის მოხმარებით, ვის რა ზიანს ვაყენებ, საკუთარი თავის გარდა. მაგრამ ჩვენს ქვეყანაში არსებულმა დამსჯელობითმა ნარკოპოლიტიკამ რეალურად იმაზე დიდი ბოროტმოქმედის იარლიყი მომარგო, ვიდრე წარმომედგინა.

მე ამჯერადაც 9 წელი მომისაჯეს, ისიც იმიტომ, რომ ჩემმა ოჯახმა 4 წლის პატიმრობის სანაცვლოდ 20 000 ლარი ვერ გადაიხადა. ჯამში 6 თვის შუალედის გამოკლებით უკვე მერვე წელია, რაც ციხეში ვარ. რაც წლები გადის, უარესი დამნაშავე ვხდები. ჩემი დანაშაული ჩემთვის ყველაზე მძიმეა. ჩემთვის ყველაზე ძვირფას ადამიანებს მივაყენე ზიანი, რომელიც წლებთან ერთად შემცირების ნაცვლად მატულობს. ჩემი შვილი მალე 8 წლის ხდება. ჩვენ მხოლოდ 6 თვე გავატარეთ ერთად. ჩემი მეუღლე თავისივე სიყვარულის მსხვერპლი აღმოჩნდა. მამა გარდამეცვალა. დედა უკვე ხანში შესულია და ავადმყოფობს. თუ ჩემს გამოსვლას ვერ მოესწრო, შეგიძლიათ ორმაგ მკვლელობაშიც დამდოთ ბრალი - ეს მუხლი მკვლელობის მუხლისგან მაინც არ განსხვავდება. ეს არის ჩემი გაუაზრებელი ქმედებისა და სახელმწიფოს მიერ შემუშავებული, სასჯელის არაადეკვატური დამსჯელობითი ნარკოპოლიტიკის შედეგი, შედეგი რომელიც ჯერ არ დასრულებულა.

ჯერ კიდევ თითქმის 5 წელი დამრჩა მოსახდელი. რას შემატებს ამ ისტორიას მომდევნო წლები - ეს უკვე მომავლის საქმეა. არ ვიცი, დააფიქრებს თუ არა ვინმეს ჩემი წერილი, რომ არ დაუშვას იგივე შეცდომა, მაგრამ მე ის ადამიანი აღმოვჩნდი, რომელიც საკუთარ შეცდომებზე სწავლობს. ამ წერილით მინდა, დაგანახოთ საკუთარ თავზე განცდილი ის რეალობა, რომელიც გაუაზრებლად გადადგმულ ნაბიჯსა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლს შეუძლია მოგაყენოთ. დამიჯერეთ, როცა გართობის გამო ისჯები, როგორც განსაკუთრებით საშიში დამნაშავე, ყოველთვის ფიქრობ, რომ კანონი არაადეკვატური და უსამართლოა. კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო, რომ ამ ყველაფერში დამნაშავე პირველ რიგში მე თვითონ ვარ, მაგრამ არანაკლებ დამნაშავედ მიმაჩნია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლი. ასე რომ, თუ ფიქრობ, რომ ფრთხილობ და ისე ერთობი, რომ ზედმეტად თვალში არავის ხვდები, დამიჯერე ეს დროებითია და საბოლოოდ გზა მაინც ციხისკენ მიდის. "


კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...