1 5 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

,,სკოლაში რომ გააცილებ და სახლში სისხლისგან დაცლილს მოგისვენებენ, რანაირად უნდა აპატიო?!”

სასულიერო პირი, პეტრე კოლხი Facebook – ის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:

"ღამე თეთრად დამათენდა. ძვლები მეწვის… სისხლი აღარ მოძრაობს… გულს მექანიკური საათის ფუნქცია შერჩა…

ექვსი შვილი მყავს… უყვართ სახლიიდან გასვლა, მეგობრების გარემო, თამაში, ხალხთან ურთიერთობა… სანამ შინ შემოვლენ, მანამდე ფორიაქი მიპყრობს… 
ღმერთს სახელს მილიონჯერ ვახსენებ და ვევედრები, ყველას შვილი მშვიდობით დაბრუნდეს მშობელთან… მახსოვს, მეუღლესთან კამათის დროს, მეოთხე შვილი, რატი სახლიდან გარბოდა, მეშინია ხმამაღალი სიტყვისო და ქვითინებდა… ჩემი ბავშვობა გამახსენდა… მეც ასე ვიქცეობი…. 

სამყარო სუნთქვას წყვეტდა, როცა მშობლები კინკლაობდნენ… არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მხარეა მართალი, აკანკალებული ბავშვის წინაშე ოდივე მშობელი მწარედ ცდება… ყველაფერი უსიყვარულობის ბრალია… არც აღზრდა ვიცით რას ნიშნავს… კაცს ფუნქცია აქვს დაკარგული, სახლში ზის…

 ქალი ლუკმა პურის საშოვნელად სხვაგან გარბის… მცირე ასაკში დედა ყველას სჭირდება. ხშირად, მშობლები ისე იქცევიან, მარტო ყოფნა სჯობს, მაგრამ შვილებთან ერთად მშობლებიც უნდა იზრდებოდნენ…

არ არსებობს სიტყვა, რომელიც შვილმკვდარ დედას ნუგეშს მოუტანს… ჯანმრთელობის გაუარესების გამო თუ საკუთარი ღვიძლი ხელიდან გეცლება, თითქოს ემზადები უბედურებისთვის, მაგრამ დილით სკოლაში რომ გააცილებ და სახლში სისხლისგან დაცლილს მოგისვენებენ, როგორ უნდა გადაიტანო?! რანაირად უნდა აპატიო?! ექვსი შვილის მამა ვარ, ვერ ვიფარისევლებ, ალბათ გამიჭირდება პატიება…

მთელი ერის ტრაგედიაა… რატომ არ გვშველის ამდენი აშენებული ტაძრები, ლიტანიობა და ამბიონზე სხვებისთვის ჭკუის დარიგება?! იმიტომ, რომ გარეგნულია, ზედაპირული და მოჩვენებითი… იმ ტაძარსაც თავის მოსაწონებლად ვაშენებთ და იმ სიკეთესაც იმიტომ გავცემთ , ოღონდ თუ გავცემთ) საქებარი სიტყვები რომ მოვისმინოთ…

ერთხელ კლასში შევედი, საახალწლო ნატვრები დავაწერინე პატარებს… ერთს ეწერა, მინდა, დედიკო და მამიკომ არ იჩხუბონო… ეს არის ყველაზე დიდი დღესასწაული… ჩვენ შვილებს ჩვენივე ხელით ვკლავთ…"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...