1 5 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

თიბისი ბანკმა EIB ჯგუფთან 94 მილიონი ევროს ღირებულების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი

თიბისი ბანკმა ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფთან (EIB Group) 94 მილიონი ევროს ღირებულების ორ საგარანტიო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

 80 მილიონი ევროს ღირებულების საგარანტიო ხელშეკრულება „ევროკავშირის დაფინანსება ნოვატორებისთვის“ (InnovFin) საქართველოში ინოვაციური მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებას მოხმარდება. ხოლო 14 მილიონი ევროს ღირებულების ხელშეკრულება „ევროკავშირი ბიზნესისთვის“(EU4Business) ითვალისწინებს  მიკრო საწარმოების განვითარების ხელშეწყობას.

„InnovFin“ საგარანტიო ხელშეკრულება დააზღვევს თიბისი ბანკის მიერ გაცემული თითოეული სესხის 50%-ს. ხოლო, მეორე საგარანტიო შეთანხმება „EU4Business“  კი გაცემული  სესხის -  70%-ს.

„აღნიშნული საგარანტიო ხელშეკრულებების ხელმოწერა „ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფთან“ ჩვენი კომპანიების თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ეტაპია. საგარანტიო პროდუქტების მოცულობა და სტრუქტურა თიბისი ბანკს საშუალებას მისცემს, ხელი შეუწყოს საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების  დაფინანსებასა და განვითარებას. ქართულ საფინანსო სექტორში საგარანტიო საშუალებების შემოტანა მნიშვნელოვანი ფაქტორია ეკონომიკის ზრდისთვის. მოხარული ვართ, რომ „ევროპის საინვესტიციო ბანკთან“ და „ევროპის საინვესტიციო ფონდთან“ ჩვენი წარმატებული პარტნიორობა გრძელდება. ვიმედოვნებთ, რომ ამ ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში კიდევ უფრო მეტ გარიგებას განვახორციელებთ მომავალში“,  - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

„ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფის“ მიერ საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა ამ სექტორის ზრდას, კონკურენტუნარიანობასა და  კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილის შექმნას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა ევროპის საინვესტიციო ბანკის“ ვიცე-პრეზიდენტმა, ვაზილ ჰუდაკმა.

„მივესალმები ორი საგარანტიო ხელშეკრულების ხელმოწერას საქართველოში. თიბისი ბანკი წამყვანი ქართული ბანკია, რომელიც აქტიურად აფინანსებს მცირე და საშუალო საწარმოებსა და კომპანიებს. დღევანდელი ხელშეკრულება საშუალებას მისცემს ბანკს, გააფართოვოს თავისი დაფინანსების არეალი, რაც სარგებელს მოუტანს ქართულ კომპანიებს“, - განაცხადა „ევროპის საინვესტიციო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, პიერ ლუიჯი გილბერტმა.

„ევროპის საინვესტიციო ფონდი“ „ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფის“ ნაწილია. მისი ძირითადი მისიაა ევროპის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაა მათთვის დაფინანსების ხელმისაწვდომობაზე დახმარების გზით.

„ევროპის საინვესტიციო ბანკი“  ევროკავშირის გრძელვადიანი სასესხო ფინანსური რესურსის მიმწოდებელი ინსტიტუტია, რომელსაც ფლობენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები. ის ხელმისაწვდომს ხდის გრძელვადიან დაფინანსებას ჯანსაღი ინვესტიციებისთვის, რათა ხელი შეუწყოს ევროკავშირის პოლიტიკის მიზნების მიღწევას.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...