1 5 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

საქართველოს ბანკის დაფინანსებით კიდევ ერთი სოციალური საწარმო გაიხსნა

თბილისი, 29 ნოემბერი, 2017 -  საქართველოს ბანკის ფონდმა, „სიცოცხლის ხე“ განაცხადა, სოციალურ საწარმოს, კერძოდ კერამიკის სახელოსნოს და მაღაზიის „ამფორეა“ გახსნის შესახებ. აღნიშნული პროექტი, რომელსაც კავშირი „რეა“ ახორციელებს, სოციალური საწარმოების შესახებ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია. საგრანტო კონკურსი 2016 წელს გამოცხადდა, შესაბამისად გამარჯვებული პროექტი საქართველოს ბანკმა  50 000 ლარის ოდენობის გრანტით დააფინანსა. სოციალური საწარმო „ამფორეა“ ორ სივრცეს - კერამიკის სახელოსნოსა და მაღაზიას აერთიანებს, რომელშიც  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 4 ბენეფიციარია დასაქმებული. დაფინანსების შედეგად, „ამფორეა“ აღიჭურვა ავეჯით და კერამიკის გამოსაწვავი სპეციალური ღუმელით. მოეწყო და გარემონტდა სახელოსნოს და მაღაზიის სივრცე, მოხდა კერამიკის დამზადებისთვის საჭირო მასალის და ინვენტარის შეძენა, მაღაზიის ადაპტირება, სახელობო უნარებში ბენეფიციარების დახელოვნება და დასაქმება. სახელოსნოში მზადდება და მაღაზიაშივე იყიდება ხელნაკეთი ორიგინალური, დეკორატიული ნაკეთობები, კერამიკის აქსესუარები, მათ შორის  საახალწლო თემატიკის, ასევე სამკაულები.

აღსანიშნავია, რომ ბენეფიციარებმა მოახდინეს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება, შეიძინეს პრაქტიკული პროფესია, შეისწავლეს ხელობა, დასაქმდნენ და გაუჩნდათ შემოსავლის წყარო. საწარმოს შემოსავალი შშმ პირების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, მათ სახელობო უნარების განვითარებას და დასაქმებას მოხმარდება.

საქართველოს ბანკმა გასულ წელს ჯამში 5 სოციალური საწარმოს შექმნა 200 000 ლარზე მეტი თანხის ოდენობით დააფინანსა, დაფინანსებული საწარმოები 2017 წლის ბოლომდე ეტაპობრივად გაიხსნება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...