1 5 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

პაშა ბანკი „აბრეშუმის გზა - რეგიონალური ტექნიკური ვაჭრობის ფინანსირების ფორუმის” მხარდამჭერია

30 ნოემბერს სასტუმრო თბილისი მარიოტში საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტი საქართველოში
საერთაშორისო სავაჭრო პალატის ჩინეთის ეროვნულ კომიტეტთან თანამშრომლობით ”აბრეშუმის გზა - რეგიონალური ტექნიკური ვაჭრობის ფინანსირების ფორუმს” გამართავს.
 
პაშა ბანკი აღნიშნული ფორუმის სპონსორი და სავაჭრო დაფინანსების საკითხებზე დაგეგმილი პანელური შეხვედრის მონაწილეა. “პაშა ბანკი ბაქოში სათაო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ და საშუალო ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორატიულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას. როგორც რეგიონალური ფინანსური ინსტიტუტი, ჩვენ აქ ვართ, რათა გავაზიაროთ ჩვენი გამოცდილება და კოლეგებთან ერთად განვიხილოთ სავაჭრო დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხები.”- ოთარ ტაბუცაძე, პაშა ბანკის სავაჭრო დაფინანსების უფროსი ექსპერტი.
 
აბრეშუმის გზის - ვაჭრობის დაფინანსების რეგიონალური ტექნიკური ფორუმი თავს მოუყრის ბიზნესის და სამთავრობო სექტორების წარმომადგენლებს, იურისტებს, სავაჭრო დაფინანსების ექსპერტებს  პროექტის “ერთი სარტყელი-ერთი გზა” ზრდასთან დაკავშირებული შესაძლებლობების და გამოწვევების განსახილველად.
 
ფორუმის სპონსორები ასევე არიან: “საქართველოს ბანკი”, “ბაზის ბანკი”, “ვითიბი ბანკი საქართველო”, “ლიბერთი ბანკი” და “თელიანი ველი“ .
საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტი საქართველოში არის უმსხვილესი ბიზნეს ორგანიზაცია მსოფლიოში, რომელიც აერთიანებს 6.5 მილიონ ბიზნეს ორგანიზაციასა და 12.000 სავაჭრო პალატას. საერთაშორისო სავაჭრო პალატა რეგულარულად კონსულტაციებს გადის გლობალურ დონეზე ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა: G8, G20, მსოფლიო ბანკი, WTO, WCO და UN. საქართველოში, საერთაშორისო სავაჭრო პალატა არის უმსხვილესი და ყველაზე გავლენიანი ბიზნეს
ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს 350-ზე მეტ კორპორატიულ წევრს, ახალგაზრდული პროექტის სტუდენტებს, 28 ბიზნეს და არასამთავრობო ორგანიზაციას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...