1 5 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

რუსული პროპაგანდა და ფაქტების განზრახ დამახინჯება: აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი..

    ევროკავშირმა  რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ  უკვე რამდენიმე წელია რაც ქმედებები დაიწყო.

    აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები და მათ შორის საქართველო ერთი-ერთია, სადაც ევროკავშირი  რუსულ პროპაგანდასა და ჟურნალისტურ საჭიროებებს შეისწავლის -  ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.

    პროპაგანდისტული კამპანიისთვის წინააღმდეგობის გაწევის მიზნით ,  2015 წელს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ფედერიკა მოგერინიმ ევროკავშირის East StratCom-ის სპეციალური ჯგუფი შექმნა.

    15-თვიანი მუშაობის შედეგად, East StratCom-ის ჯგუფმა გამოავლინა დეზინფორმაციის შემცველი 2 500-ზე მეტი პუბლიკაცია, რომელიც ნათარგმნი იყო 18 ენაზე და ეწინააღმდეგებოდა ოფიციალურ, საჯარო მონაცემებსა და ფაქტებს.

    დეზინფორმაციის კამპანიის ფარგლებში, აქტიურად გამოიყენება ისეთი თემები, როგორიც არის   “უმცირესობების საკითხი” ან “მიგრანტების შიში”.

 ფაქტების განზრახ დამახინჯებას  ჰქონდა ადგილი  აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის გაშუქების დროსაც.

     ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი   ევროკავშირისა და აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის რესპუბლიკებს შორის 24 ნოემბერს გაიმართა. სამიტის დაწყებამდე კი აღმოსავლეთ პარტნიორებთან ევროკავშირის თანამშრომლობის შესახებ დეზინფორმაციის მასიური ნაკადები მოვისმინეთ.

  კერძოდ, გავიგეთ, რომ სომხეთსა და ევროკავშირს შორის ახალი შეთანხმება, რომლის ნახევარი სომხეთის ეკონომიკის გაძლიერებას ეძღვნება, არ იქონიებს  ქვეყნის ეკონომიკისთვის არანაირ გავლენას.

  ასევე თურმე ,  ევროკავშირი საქართველოს ვაჭრობის შეზღუდვაში ედავება, თუმცა, სინამდვილეში,  საქართველოს  საბაჟო გადასახადები  სრულიად  გაუქმებული აქვს ევროკავშირის ქვეყნებში, გადასახადს იხდის მხოლოდ ერთ პროდუქტზე – ნიორზე.  ის ასევე ამტკიცებს, რომ საქართველო-ევროკავშირის შეთანხმებით,  მხოლოდ ევროპა სარგებლობს,  თუმცა სინამდვილეში სავაჭრო ურთიერთობები ორმხრივ კავშირს  ეფუძნება.

დეზინფორმაცია  – ეს იგივეა, რაც იცხოვრო კონფლიქტში..

  კრემლის ე.წ. მედია, აღმოსავლეთ პარტნიორობის კიდევ ერთ ქვეყანას - უკრაინას უთმობს დიდ ყურადღებას.. ამ კვირაში ძირითადი  სასაუბრო თემა იყო ის, რომ უკრაინისა და აშშ–ს შეიარაღებული ძალები ერთობლივად ემზადებიან შავ–ბნელი საქმეების შესრულებისთვის, რაც ხალხს კარგს არაფერს მოუტანს.

  რუსული პირველი არხის ეთერში ასევე აქტიურად მიმდინარეობდა დისკუსია იმის შესახებ, რომ  აშშ ცდილობს კონფლიქტი გააღვივოს უკრაინაში იმის გამო , რომ რეგიონში მშვიდობა არ იყოს, რაც ხელს შეუშლის ახალი აბრეშუმის გზის შექმნას.

   არცერთი თეორია არ ყოფილა მტკიცებულებებით.

გადაცემა "დრო გვიჩვენებს" უკრაინის ხელისუფლება დაადანაშაულეს ეთნიკურ წმენდაში დონბასში, თითქოს ეს დაგეგმილი ფართომასშტაბიანი ეთნიკური წმენდა  იყო ამ რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობი, თუმცა არ არსებობსდა მტკიცებულებები  არც ამ განცხადებებისთვის.

  აღსანიშნავია, რომ რუსეთის პროპაგანდისტული კამპანია მიზნად ისახავს დასავლეთის დასუსტებასა და დესტაბილიზაციას, არსებული უთანხმოებების გამოყენების ან ახალი დაპირისპირების ხელოვნურად შექმნის გზით.  სწორედ ამიტომ , ხშირ შემთხვევაში, ადგილი აქვს ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული პირის, პოლიტიკური ჯგუფის, მთავრობის ან სამთავრობოთაშორისი ორგანიზაციების დისკრედიტირებას, ასევე მიმართულია იმ  არასამთავრობო სექტორის, წამყვანი მედიასაშუალებების, ელიტის, ექსპერტებისა და ყველა იმ პიროვნების წინააღმდეგ, რომელიც დეზინფორმაციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ინიციატივით გამოდის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...