1 5 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

საქართველოში პირველად სტარტაპ სასტუმროების დაფინანსება იწყება

თიბისი ბანკი პროგრამა „სტარტაპერის“ ფარგლებში ინოვაციურ პროექტს -„სტარტაპსესხი სასტუმროებისთვის“ იწყებს და ტურიზმის მიმართულებით დაინტერესებულ პირებს უპრეცედენტო პროდუქტს სთავაზობს.
 
პროექტის - „სტარტაპსესხი სასტუმროებისთვის“ ფარგლებში, თიბისი ბანკი დააფინანსებს როგორც ბიზნესიდეას ახალი სასტუმროების ასაშენებლად  (საოჯახო სასტუმრო, ჰოსტელი, აპარტამენტი, ტურისტებზე გათვლილი განთავსების სხვა საშუალება) ისე არსებულ სასტუმროებს.
 
პროდუქტის უპირატესობა და უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ სესხის ძირის დაფარვას მეპატრონე სატუმროს შემოსავლების მიღების შემდეგ დაიწყებს. 
 
პროექტის ფარგლებში, სტარტაპსესხის გამოყენება შესაძლებელია სასტუმროს ასაშენებლად, შესაძენად, გასარემონტებლად ან მის მოსაწყობად სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის. პროექტში ჩართვა იმ სასტუმროებს შეუძლიათ, რომლებიც ტურისტულად აქტიურ რეგიონში მდებარეობს.
 
„სტარტაპსესხი სასტუმროებისთვის“ განკუთვნილია როგორც მიკრო, ისე მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლებისთვის. სესხის მინიმალური მოცულობა 20 000 ლარია, ხოლო  მაქსიმალური - 3, 500 000 ლარი.  საშეღავათო პერიოდია მაქსიმუმ 30 თვე, რომელიც მოიცავს მშენებლობა/რემონტისა და ოპერირების პერიოდს. სესხის დაფარვის მაქსიმალური ვადა 120-150 თვეა.
 
პროექტით -„სტარტაპსესხი სასტუმროებისთვის“ სარგებლობისას, შესაძლებელია პარალელურად EBRD-ისა და „აწარმოე საქართველოში“ პროექტებში  მონაწილეობაც,  რაც სასტუმროების მფლობელებისთვის დამატებითი შეღავათსა და სარგებელს წარმოადგენს.
 
პროექტის მიზანია ქვეყანაში სტარტაპგარემოსა და ტურიზმის ხელშეწყობა და განვითარება.
 
ცოტა ხნის წინ თიბისი ბანკმა სტარტაპერებს კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი - სტარტაპ აგროსესხიც შესთავაზა. პირველად, საქართველოში, აგროსექტორით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, დაიწყონ და განავითარონ სოფლის მეურნეობის ისეთი მიმართულებები როგორიცაა, მაღალპროდუქტიული პირუტყვის და მეფრინველეობის ფერმები, მაღალტექნოლოგიური სასათბურე, საკალმახე, პროდუქციის შესანახი სამაცივრე და სასაწყობე მეურნეობები.
 
სტარტაპ აგროსესხით სარგებლობა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მათ პროდუქტით სარგებლობის მომენტში საკმარისი ფინანსური უზრუნველყოფა აღებული ფინანსური ვალდებულების დასაფარად.
 
სტარტაპერებს შესაძლებლობა აქვთ, ერთრდოულად ისარგებლონ ორივე პროდუქტით.
 
პროდუქტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება, ასევე განაცხადის შევსება შესაძლებელია თიბისი ბანკის ფილიალებში, ასევე  პროგრამა სტარტაპერის ვებგვერდზე https://www.startuperi.ge/

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...