1 5 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„საქართველოს რკინიგზის“ სამგზავრო ბილეთების შეძენა უკვე მობილური აპლიკაციის მეშვეობით არის შესაძლებელი

 „საქართველოს რკინიგზამ“ სამგზავრო ბილეთების რეალიზაცია მობილიური აპკლიკაციით დაიწყო. აპლიკაცია მორგებულია   - „IOS“,  „ANDROID“ და „WINDOWS“ პლატფორმებზე.

სამგზავრო ბილეთების ყიდვა მობილური აპლიკაციის დახმარებით საკმაოდ მარტივი პროცესია: ამისათვის აპლიკაციის პირველ გვერდზე ვირჩევთ სასურველ მიმართულებას, გამგზავრებისა და დაბრუნების თარიღებს. 

მეორე გვერდზე პროგრამა გვაწვდის ინფორმაციას შერჩეულ მიმართულებაზე მოძრავი მატარებლებისა და თავისუფალი ადგილების შესახებ, ვაგონების, კლასებისა და სართულების  მიხედვით. 

მატარებლის სქემაზე ვახდენთ სასურველი ადგილის მონიშვნას (ამ ეტაპზე აპლიკაცია იძლევა მხოლოდ „შტადლერის“ ტიპის მატარებლებზე არჩევანის შესაძლებლობას). შემდეგ გვერდზე შეგვყავს მგზავრის პირადი მონაცემები და ვახდენთ ბილეთის  შეძენას. 

მობილურ აპლიკაციაზე მოგვდის დასტური და ელექტრონული ბილეთის მონაცემები, როგორც შესყიდვის კოდის, ასევე QR კოდის სახით. შეძენილი ბილეთების შესახებ ინფორმაცია ინახება პროგრამაში და მატარებელში ჩასხდომისას გამცილებლებს წარვუდგენთ მხოლოდ პირადობის დამადასტურებელ მოწმობას და QR კოდს თქვენი მობილურიდან. ასევე, აპლიკაცია მისი მეშვეობით ნაყიდი ბილეთების უკან დაბრუნების შესაძლებლობასაც იძლევა.

 აპლიკაციები უფასოა და მათი ჩამოტვირთვა შესაძლებელია შესაბამისი პლატფორმების „აპლიკაციის მარკეტებიდან“. ვფიქრობთ, რომ ეს სიახლე ბილეთების შეძენის პროცესს კიდევ უფრო გაუადვილებს და კომფორტულს გახდის ჩვენი მომხმარებლებისათვის.

 „საქართველოს რკინიგზა“ გისურვებთ ბედნიერ მგზავრობას!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...