1 5 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

იან კელი: გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციის საგამოძიებო პროცესში FBI-ის ექსპერტები არიან ჩართული

  საქართველოში აშშ-ის ელჩის, იან კელის განცხადებით, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის საქმესთან დაკავშირებულ გამოძიებაში ქართულ მხარეს დახმარება ამერიკულმა მხარემ თავად შესთავაზა.

  აღნიშნულ გამოძიებასთან დაკავშირებით ჩვენ შევთავაზეთ დახმარება, ტექნიკური დახმარება. ჩვენ ამას უკვე უზრუნველვყოფთ. ეს ის საკითხია, რომელიც ყველა ჩვენთაგანს ეხება. ეს საერთაშორისო ტერორიზმის საკითხია. საქართველო ჩვენი პარტნიორია. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ საქართველოს ნებისმიერი სახის დახმარება გავუწიოთ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავუზიაროთ ერთმანეთს ინფორმაცია, ვითანამშრომლოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომელზეც ჩვენ ერთად ვმუშაობთ. მოხარული ვარ, რომ უსაფრთხოების კუთხით საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობა პროდუქტიულია“, - განაცხადა იან კელიმ.

  „რაც შეეხება იმას, იყო თუ არა ეს ახმედ ჩატაევი, ეს ჯერ ასი პროცენტით უნდა დადგინდეს. რა თქმა უნდა, ბევრი კითხვა არსებობს. ჩვენ გვინდა გავიგოთ, რა მოხდა და დავსვით კითხვები. აშშ ჩაერთო გამოძიებაში - გამოძიების ფედერალური ბიუროს ექსპერტები ჩაერთნენ. საქართველოს მთავრობას უნდა დააზუსტებინოთ, თუ რა სახის დახმარებაზეა საუბარი“, - აღნიშნა ელჩმა.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები