1 5 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ვარკეთილისა და დიდი დიღმის მოსახლეობის ნაწილს ახალი წლიდან ბუნებრივი აირი 5 თეთრით გაუძვირდება

ვარკეთილისა და დიდი დიღმის მოსახლეობის ნაწილი ახალი წლიდან ბუნებრივი აირის ახალ ტარიფზე გადავა.

„ვარკეთილაირის“ 14500 და “დიდი დიღმის” 11000 აბონენტს, გაზზე გადასახადი 5 თეთრით უძვირდება. დედაქალაქს ბუნებრივი აირით ძირითადად ყაზტრანსგაზ თბილისი ამარაგებს.

გამონაკლისია, გარეუბნების მცირე ნაწილი, სადაც წლების წინ ეს ფუნქცია ოთხ პატარა კომპანიას გადაეცა. 2013 წლიდან ხელისუფლებამ მოსახლეობისთვის გაზის ტარიფის შემცირება სუბსიდირების გზით გადაწყვიტა.

2017 წლის ზაფხულში კი სახელმწიფო დაფინანსება შეწყდა. ამიტომ სემეკ-მა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო: ყაზტრანსგაზს თბილისს ზღვრული ტარიფი 46 თეთრამდე შეუმცირა, პატარა კომპანიებს კი იგივე 50 თეთრ ნახევარი დაუტოვა. ამიტომ აღმოჩნდა ერთ არეალში მცხოვრები მოსახლეობა არათანაბარ მდგომარეობაში.

კომპანია „ვარკეთილაირის“ დირექტორის თქმით, ვითარება მოსახლეობისთვის მართლაც მძიმეა, თუმცა კომპანიას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. 

მსგავსი: აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად - ბუნებრივი...

„სუბსიდირება მუშაობდა 2017 წლამდე. ივნისიდან კი ჩვენ უკვე ყაზტრანსგაზ თბილისისგან გაძვირებულ გაზს ვყიდულობთ, თუმცა ეს თვეები ჩვენ მოსახლეობისთვის გადასახადი არ გაგვიძვირებია. ამიტომ ჩვენი კომპანია სერიოზულ ზარალზე გავიდა. 41 ათასი ლარი ვიზარალეთ. ზამთარში კი უკვე ესე იოლად ვერ გამოვალთ. ნოემბერ-დეკემბერში ეს ზარალი გახუთმაგდება. იანვრიდან რომ არ გავზარდოთ ტარიფი, კომპანია უბრალოდ ამ ზამთარს ვერ გადაიტანს”, – განაცხადა პირველ არხთან საუბარში კომპანია „ვარკეთილაირის“ დირექტორმა ნუგზარ მღვდელაძემ.

საკითხი უყურადღებოდ არც ენერგოომბუდსმენს დაუტოვებია. სალომე ვარდიაშვილი ერთ გეოგრაფიულ არეალში განსხვავებული ტარიფის არსებობას დისკრიმინაციად აფასებს და ამბობს, რომ ასეთი მიდგომა დაუშვებელია.

„უარყოფითად ვუყურებ კონკრეტულად ამ სიტუაციას და მიმაჩნია, რომ მომხმარებლებს აქვთ აბსოლუტურად სამართლიანი შეკითხვები და უსამართლობის განცდა. სამუშაოები უნდა წარიმართოს ისე, რომ მივიღოთ აბსოლუტურად თანაბარი ხელმისაწვდომობა, თანაბარი პირობები და გადასახადები ერთი და იგივე ქალაქის მომხმარებლებისთვის”,- განუცხადა პირველ არხს ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქს ბუნებრივი აირით ძირითადად „ყაზტრანსგაზ თბილისი“ ამარაგებს და ამ კომპანიის მომხმარებლებისთვის გაზის კომუნალური გადასახადი უცვლელი რჩება. გამონაკლისი მხოლოდ გარეუბნების მცირე ნაწილი აღმოჩნდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...