1 5 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"ჩატაევის წინააღმდეგ ჩვენებები ძალით მიაცემინეს" - უჩა ნანუაშვილი

   სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილის განცხადებით, სპეცოპერაციაში მონაწილე პირების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ აქვს. მისი თქმით, სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები დაკავებულს უახლოეს პერიოდში მოინახულებენ და შეეცდებიან, საქმესთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია მოიპოვონ.

„ამ ეტაპზე, სახალხო დამცველს რაიმე კონკრეტული ინფორმაცია არ აქვს, ამიტომ ამაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია. რაც შეეხება ჩატაევს, სასამართლომ გაათავისუფლა, რადგან ვერ დადგინდა კონკრეტული დანაშაულის ნიშნები, რის გამოც ის იყო დაკავებული. ეს იყო ის მოცემულობა, რომელიც იმ პერიოდში სასამართლომ დაადგინა და გაამართლა.

დროს ნუ ვურევთ, ის იყო სხვა დროს კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით დაკავებული. როგორც მე მახსოვს, საქმეში იყო მესაზღვრეების ჩვენებები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ჩატაევის წინააღმდეგ ჩვენებები ძალით მიაცემინეს, სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, ის მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ შევიდა ტერორისტთა სიაში, შესაბამისად, ჩატაევი გახდა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი მებრძოლი“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

კითხვაზე რა ინფორმაციას ეყრდნობოდა სახალხო დამცველი, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ამბობდა, რომ ჩატაევი უნდა გათავისუფლებულიყო, უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომ ის ეყრდნობოდა იმ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ჩატაევი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მოწვეული იყო როგორც შუამავალი ლოპოტას ინციდენტთან დაკავშირებით.

მას ჰქონდა ლტოლვილის სტატუსი, რომელიც იყო გაცემული ავსტრიის ხელისუფლების მიერ, აქედან გამომდინარე, ის სარგებლობდა იმ დაცვით, რომელიც რამდენჯერმე გამოიყენა, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მეშვეობითაც მოხდა მისი დაცვა და მისი ექსტრადიციის მოთხოვნა რამდენჯერმე არ დაკმაყოფილდა“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...