1 5 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"მედიამ პირდაპირ ეთერში მასალის გაშვებისგან შეიძლება რომ თავი შეიკავოს" - კობა ნარჩემაშვილი

  უმრავლესობის წევრი და ყოფილი შს მინისტრი კობა ნარჩემაშვილი აცხადებს, რომ თბილისში მიმდინარე სპეცოპერაციაზე თავის წილი პასუხისმგებლობა მედიასაც ეკისრება:

"უნდა დაველოდოთ თვითონ სამსახურის წარმომადგენლების შეფასებებს, ჰქონდათ უკვე ერთი განცხადება, დარწმუნებული ვარ კიდე გააკეთებენ. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ხელი არ შევუშალოთ თავიანთი მოქმედებების შესრულებაში. ჩემთვის ძალიან მძიმედ სანახავია ის, რომ პრაქტიკულად სპეცოპერაცია პირდაპირ ეთერში მიდის და მინდა ვთქვა, რომ პასუხისმგებლობა ზოგადად ასეთ შემთხვევებში არ აქვს მარტო არც ხელისუფლებას, პასუხისმგებლობა აქვს პრესასაც, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსაც იმიტომ, რომ საზოგადოების უსაფრთხოება ყველას დასაცავია.

    ასეთ საგანგებო სიტუაციაში ყველაფრის გაკონტროლება შეუძლებელია,მაგრამ შესაძლებელია მედია რაღაც ადგილამდე მივიდა, მაგრამ მერე ამ გადაღებული მასალის გავრცელებისგან და პირდაპირ ეთერში გაშვებისგან შეიძლება რომ თავი შეიკავოს" განაცხადა ნარჩემაშვილმა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები