1 5 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

იან კელი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციას ეხმაურება

  საქართველოში ამერიკის ელჩი, იან კელი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციას გამოეხმაურა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოება დაცული იყოს.

 "ყურადღებით ვაკვირდებით პროცესს და ვიცით, რომ ის გარკვეული ზომები მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის მიღებულია და ეს ძალიან მნიშნველოვანია. აქ ორი საკითხია გასათვალისწინებელი, პირველი, რომ გარანტირებული უნდა იყოს ადამიანების უსაფრთხოება, მეორე, როდესაც სპეცოპერაცია დასრულდება, სამართალდამცავმა ორგანოებმა გამჭვირვალედ მიაწოდონ ინფორმაცია მოსახლეობას," - განაცხადა იან კელიმ. 

  შეგახსენებთ, რომ მთელი ღამის განმავლობაში გაბრიელ ბერის ქუჩაზე ინტენსიური სროლის და აფეთქების ხმა ისმოდა. ღამით დაწყებული სპეცოპერაცია უწყვეტ რეჟიმში დილამდე გაგრძელდა. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველები ტერორიზმში ბრალდებული პირების აყვანას გეგმავდნენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები