1 5 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სპეცოპერაციის გამო 97-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერდა

  გაბრიელ სალოსის გამზირზე მიმდინარე სპეცოპერაციის გამო, 97-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია. ადგილზე მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმი და უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, მოქალაქეებს გადაადგილების საშუალება არ ეძლევათ. 

სპეცრაზმს ალყაში რამდენიმე კორპუსი აქვს მოქცეული. არსებული ინფორმაციით, პირები, რომლებიც ტერორიზმში არიან ეჭვმიტანილნი 46-ე კორპუსში იმყოფებიან. 

ამ წუთებში ისმის სროლისა და აფეთქებების ხმა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. განხორციელდა მოქალაქეთა ევაკუაცია. 

აფეთქების შედეგად კორპუსის ორი ბინის ფასადი ჩამოინგრა. დაშავებულებისა და დაჭრილების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები