1 5 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ელიტ ელექტრონიქსმა და nobilia-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

ელიტ ელექტრონიქსმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა სამზარეულოს ავეჯის მწარმოებელ მსოფლიოს #1 გერმანულ ბრენდთან nobilia-სთან. აღნიშნული მემორანდუმის თანახმად ელიტ ელექტრონიქსის მაღაზიათა ქსელში ექსკლუზიურად გაიყიდება nobilia-ს ბრენდის როგორც საშუალო, ასევე პრემიუმ სეგმენტის სამზარეულოს ავეჯი. წარმოდგენილი პროდუქცია  იქნება უნიკალური და მომხმარებლის ინდივიდუალურ მოთხოვნაზე მორგებული.

ელიტ ელექტრონიქსის ინტერიერის დიზაინერები მომხმარებელს დაეხმარებიან მათთვის სასურველი სამზარეულოს დიზაინის შექმნაში. აღნიშნული პროდუქცია მზადდება გერმანიაში, ამიტომ მისი შეძენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ წინასწარი შეკვეთით.

nobilia გახლავთ გერმანული კომპანია რომელიც 70 წელზე მეტია რაც აწარმოებს უნიკალურ სამზარეულოს ავეჯს და ევროპაში აღიარებულია ლიდერ ბრენდად. nobilia-ს პროდუქცია გამოირჩევა როგორც დიზაინით, ასევე წარმოების მაღალი ხარისხით. თითოეული სამზარეულო არის ინდივიდუალურად დაგეგმილი და მზადდება მაქსიმალური სიზუსტით. კომპანიის პროდუქცია დღეისათვის მსოფლიოს 80 ქვეყანაში იყიდება და დიდი პოპულარობით სარგებლობს. კვლევის მიხედვით, გერმანიაში ყოველ მე-3 ოჯახში სწორედ nobilia-ს სამზარეულოა განთავსებული. ავეჯი მზადდება მხოლოდ ორგანული და ეკოლოგიურად სუფთა მასალებით. ხარისხის, წარმოების და დიზაინის სფროში nobilia უამრავი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, როგორებიც არის - DIN EN ISO 9001: 2008, DIN EN ISO 50001: 2011 და "ოქროს M"-ს  ხარისხის მართვის სერტიფიკატები.

ელიტ ელექტრონიქსის მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილი იქნება nobilia-ს სამზარეულოს ავეჯის შოურუმი, ასევე ნიჟარები, ონკანები და სხვა დამატებითი აქსესუარების სრული სპექტრი. მომხმარებელს საშუალება ექნება ერთად შეარჩიოს სამზარეულოს ტექნიკა და ავეჯი, საკუთარი სურვილის მიხედვით და შექმნას უნიკალური დიზაინის სამზარეულო, რომელიც იდეალურად იქნება მორგებული მის მოთხოვნებს. რაც მთავარია ყველა დიზაინი შეიქმნება ექსკლუზიურად და არ განმეორდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...