1 7 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

როგორ ეხმაურებიან სოციალურ ქსელში მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის დანიშვნას

   კახა კალაძის გადაწყვეტილებას თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალქო სამსახურის უფროსად ნიკოლოსზ ჭონქაძის დანიშვნის შესახებ სოციალურ ქსელში დიდი უკმაყოფილება  მოჰყვა. 

    ნიკოლოსზ ჭონქაძის იგივე სულიკო კედელაშვილის დანივშნას სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია, რუსთავი 2 -ს ის გენერალულ დირექტორi ნიკა გვარამია და ელისო კილაძეც გამოეხმაურნენ

ნიკა გვარამი: საიდანაც გინდა, იქედან მოუარე, მარა კალაძის უსახური თბილისის მთავრობის ყველაზე გამოკვეთილი სახე და მკაფიო განაცხადი ესაა - ბნელი კორკოტოიდი ზონდერი სულიკო კედელაშვილი, ერობაში ნუგზარ ჭონქაძე. ჩვეულებრივი წითელი ბრიგადები შექმნა ტიპმა ანგარიშსწორებისთვის და გამორჩეული გარეწარი ჩაუყენა სათავეში.

ნიკა მელია: "სულიკო კედელაშვილი ბევრს გახსოვთ. ნუგზარ ჭონქაძე (იგივე სულიკო კედელაშვილი) კალაძემ მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად დანიშნა 

ელისო კილაძე: სულიკო კედელაშვილს რომ დანიშნავ მერიაში,ახალი ხედვები და სიცოცხლის ქალაქის მერიო კი არა, უბნელესი ქოცი ხარ, კახი კალაძე !!!!!"


კომენტარები

მსგავსი სიახლეები