1 7 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ევროპარლამენტმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

    ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ასოცირებული წევრების საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის შემდგომ ინტეგრაციას უჭერს მხარს.

    კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ, პარტნიორების შენგენის და ერთიან საბაჟო კავშირში გაწევრიანებას 519-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, წინააღმდეგი იყო 114 დეპუტატი და 47 პარლამენტარმა თავი შეიკავა.რეზოლუცია დღესვე გადაეგზავნება ევროპულ კომისიას და ევროპულ საბჭოს.ევროპარლამენტარებმა ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ რეკომენდაციები მოამზადეს. 

რეკომენდაციებში საუბარია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამი ასოცირებული წევრი ქვეყნის საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მხარდაჭერის გაზრდის აუცილებლობაზე. ევროპარლამენტარები გამოდიან ინიციატივით, დაფუძნდეს საინვესტიციო ფონდი, რომელიც ამ სახელმწიფოებში საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარებას დაეხმარება.ევროპარლამენტში სამიტის შესახებ რეზოლუციაზე დებატები 14 ნოემბერს გაიმართა. 

დებატების დაწყებამდე, ევროპარლამენტარმა ლაიმა ანდრიკიენემ პირველ არხს განუცხადა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაცია თუ არ იქნება ახალი დინამიკის წინაპირობა, მასში მნიშვნელოვანი ელემენტები არ აისახება, არ იქნება მომავლის პოლიტიკური ხედვა, მაშინ ეს ევროკავშირის უუნარობის და დროის დაკარგვის დემონსტრირება იქნება.აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი 24 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...