1 7 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ეროვნული ბანკი საზოგადოებას ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ბრუნვის მონაცემებს აცნობს

  საქართველოს ეროვნული ბანკი ბლუმბერგის სავაჭრო სისტემასთან მიმართებაში ბოლო დროს გავრცელებულ მოსაზრებებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და საზოგადოებას ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ბრუნვის მონაცემებს აცნობს.

როგორც ეროვნული ბანკის განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოში სავალუტო ბაზარი ლიბერალიზებულია და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ქვეყანაში სავალუტო შეზღუდვები არ არსებობს და ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს შეუძლია შეუზღუდავად შეიძინოს ან გაყიდოს ნებისმიერი ვალუტა, ფინანსური შუამავლის მეშვეობით ან მის გარეშე. 

”იურიდიული პირები პროცესში ძირითადად ფინანსური შუამავლების - კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საშუალებით მონაწილეობენ. რაც შეეხება სავალუტო პუნქტებს, რომელიც ბაზრის საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, ისინი უმეტესად საცალო კლიენტებს ემსახურებიან და მინიმალური მარჟით ახორციელებენ ვალუტის კონვერტირებას. 

ბლუმბერგის სავაჭრო სისტემა ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომლითაც ხორციელდება ფინანასური ინსტრუმენტების ყიდვა-გაყიდვა როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე. ბლუმბერგის სისტემას საქართველოში 24 ორგანიზაცია იყენებს, რომელთაგან უცხოური ვალუტით აქტიურად ვაჭრობს 16 კომერციული ბანკი და 4 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია. ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში ამ ფინანსური ინსტიტუტების ვაჭრობის აქტიურობას მათი კლიენტების მიერ გაცემული ყიდვა-გაყიდვის დავალებები განაპირობებს. 

ფინანსური ინსტიტუტები სავალუტო შემოსავლებს იღებენ კლიენტების დავალებით ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებული საკომისიოს სახით. ვინაიდან საქართველოში დოლარიზაცია ჯერ კიდევ მაღალია, მომხმარებლები ხშირად აკონვერტირებენ ვალუტას, რაც, შესაბამისად, ბანკების მაღალ სავალუტო შემოსავლებს განაპირობებს. დოლარიზაციის შემცირებასთან ერთად ეს მაჩვენებელიც ეტაპობრივად შემცირდება.

დამატებით, აღსანიშნავია, რომ გავრცელებული მოსაზრება, თითქოს ბლუმბერგის სისტემაში მხოლოდ ორი ყველაზე მსხვილი ბანკი ვაჭრობს, არასწორია. ამის საილუსტრაციოდ იხილეთ ბლუმბერგის სისტემაში აშშ დოლარის ყიდვა-გაყიდვის ბრუნვის მონაცემები ფინანსური ინსტიტუტების ვაჭრობაში წილების მითითებით. აქვე შეგახსენებთ, რომ ოქტომბრის ბოლოს მდგომარეობით სს "თიბისი ბანკი"-სა და სს "საქართველოს ბანკის" წილები, როგორც აქტივების ისე ვალდებულებების მიხედვით, საბანკო სისტემასთან მიმართებით, შეადგენს 37 და 34%-ს, მაშინ, როდესაც ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე ამ ბანკების წილი გაცილებით ნაკლებია”, - ნათქვამია სებ-ის განმარტებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...