1 7 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

დეველოპერულ კომპანია M² - სა და „არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი“ საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

10 ნოემბერს დეველოპერულ კომპანია M² - სა  და „არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი“ (ASB)  საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც განსაზღვრავს მხარეებს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის პირობებს „ჩვენ მზად ვართ! - განათლება უსაფრთხოებისთვის, კატასტროფის რისკის შემცირება ინკლუზიური მიდგომით“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი“. აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია ევროპის სამოქალაქო დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების გენერალური დირექტორატის მიერ.

 
M² - სა  და  ASB -ს შორის ურთიერთთანამშრომლობა მიმართული იქნება დეველოპერული კომპანიის კონკრეტულ კომპლექსში საპილოტე პროექტის განხორციელებაზე, რაც მოიცავს კატასტროფის რისკის მართვისთვის პროგრამით განსაზღვრულ აქტივობებს: ტრენინგების ჩატარება, საგანმანათლებლო მასალების გავრცელება მობინადრეებისთვის, კატასტროფის რისკის მართვის პრაქტიკული აქტივობები სიმულაციის სახით, M² - ის თანამშრომელთა გადამზადება და სპეციალური უსაფრთხოების შტაბის ფორმირება.  მნიშვნელოვანია, რომ კატასტროფის რიკის მართვის პროგრამა  ითვალისწინებს ინკლუზიურ მიდგომას.

 
„ეს არის პირველი პრეცედენტი, როცა  დეველოპერული კომპანია ერთვება პროგრამაში  „განათლება უსაფრთხოებისთვის, კატასტროფის რისკის შემცირება ინკლუზიური მიდგომით“, რასაც მივესალმებით, და ვფიქრობთ, რომ პროგრამა თითოეული მობინადრის უსაფრთხო გარემოზე იზრუნებს. კატასტროფის რისკის მართვაში მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ როგორ მოვიქცეთ, რადგან ეს შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს და ადგილას. „ჩვენ მზად ვართ" კამპანიის სახელია, რაც გამოხატავს პროგრამით დასახული ამოცანების შედეგს - რისკების შემცირებას. ვფიქრობთ, ამ მიმართულებით ყველა დეველოპერულმა კომპანიამ უნდა იმუშავოს. „ ამბობს თეონა ჯულუხაძე, ASB -ს კატასტროფის რისკის შემცირების პროგრამის კოორდინატორი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...