1 7 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

კომპანია სითი პარკი კახა კალაძეს პასუხობს

  კომპანია C.T. პარკი თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას პასუხობს. კომპანიაში განმარტავენ, რომ ახლადარჩეულ მერს გამოწერილი ჯარიმების გამამართლებელ განაჩენებზე არასწორი ინფორმაცია აქვს. ისინი ასევე მზადყოფნას გამოთქვამენ კალაძეს შეხვდნენ და ყველა საკითხზე კონსულტაცია გაიარონ.

"კომპანია "სითი პარკი" მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით და ასევე იმ კონტრაქტით, რომელიც გაფორმებულია კომპანიასა და თბილისის მერიას შორის. მერის მიერ გაცხადებული ციფრები 99% არ შეესაბამება რეალურ სტატისტიკას და ვფიქრობთ, რომ ეს სტატისტიკა მას არასწორად მიაწოდეს. რეალურად, გამოწერილი ჯარიმების მხოლოდ 0,2 % ხდება სადავო და ეს დავაც სრულდება უმეტესად "სითი პარკის" გამარჯვებით. იმედს ვიტოვებთ, რომ უახლოეს მომავალში ქალაქ თბილისის მერი შეხვდება კომპანიის წარმომადგენლებს და კომპანიის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ ამომწურავი და ზუსტი სურათი მიაწოდონ თბილისის მერს. კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით",- განაცხადა "სითი პარკის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ლევან ტაბიძემ.

მანამდე  კახა კალაძემ განაცხადა, რომ შესაძლოა "სითი პარკის" წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყოს. 

მისივე თქმით, ის მერიაში აუდიტის სამსახურის მიწვევას გეგმავს. ამ ნაბიჯს იმით ხსნის, რომ ის ძალიან მნიშვნელოვან უწყებას იბარებს და წინასწარ უნდა იცოდეს, რა ვითარება ხვდება მერიაში,- ამის შესახებ მან “ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

კახა კალაძე თბილისის მერის ფუნქციების განხორციელებას 12 ნოემბრიდან შეუდგება.

21 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით, მერმა კახა კალაძემ არჩევნებში ხმათა 51.09% მიიღო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...