1 7 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

იზრუნე მომავალზე - „ფონდი ნატახტარი“ თანხის შეგროვების მეექვსე ტალღას იწყებს

ფონდმა საქმიანობის ექვსი წლის შედეგები წარადგინა და ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერის ადვოკატობის კამპანიის გეგმები დასახა.

„ფონდი ნატახტარის“ თანხის შეგროვების მეექვსე ტალღის დაწყების თაობაზე პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც კომპანიის ხელმძღვანელობასთან და ჟურნალისტებთან ერთად,  ფონდის საქმიანობაში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციებიც ესწრებოდნენ.

სტუმრების წინაშე სიტყვით გამოვიდნენ და მომავალი გეგმები განიხილეს კომპანია „ნატახტარის“ გენერალურმა დირექტორმა, ჯუნეით არათიმ,  კომპანიის კორპორაციულ საქმეთა დირექტორმა, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა, ასოციაცია „ჩვენი სახლი - საქართველოს“ ფსიქოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელმა, მანანა ომარაშვილმა. მათ  მოწვეულ საზოგადოებას  „ფონდი ნატახტარის“  საქმიანობის შედეგები  და ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერის ადვოკატობის კამპანიის დეტალები გააცნეს.

„ფონდმა ნატახტარმა ფუნქციონირება 6 წლის წინ დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში შეგროვდა დაახლოებით, 756 ათასი ლარი და დახმარება გავუწიეთ 300-ზე მეტი ბენეფიციარს. კომპანია „ნატახტარი“ გააგრძელებს აღნიშნული პროექტის დაფინანსებას მანამდე, ვიდრე ამ ტიპის დახმარების აუცილებლობა იქნება საზოგადოებაში,“ - განაცხადა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.

„საჭიროებების გათვალისწინებით, ვეხმარებით მოზარდებსა და ახალგაზრდებს, ეს იქნება თავშესაფრით უზრუნველყოფა, განათლებისა თუ კურსების დაფინანსება, გზის ხარჯების ანაზღაურება და ა.შ. ფონდის განსაკუთრებულობა და უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ თითოეული მოზარდი არის ცალკე აღებული „ქეისი” და მიდგომა თითოეულ მათგანთან ინდივიდუალურია. ჩვენს რეალობაში ეს ერთადერთი პროექტია, რომელიც სერვისსა და მომსახურებას არ წყვეტს, როდესაც მოზარდები 18 წლის ხდებიან. პროექტი მათ მიჰყვება მანამდე, სანამ ისინი მზად იქნებიან დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის,” - აღნიშნა მანანა ომარაშვილმა.
 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...