1 7 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"ჩვეულებრივი ყურება, დაკვირვება, მიშტერება და თვალიერება არ ნიშნავს აუცილებლად სექსუალურ შევიწროებას"

სექსუალური შევიწროების აკრძალვის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებსა და  პარლამენტში ქალთა მოძრაობის მიერ წარდგენილ პეტიციასთან დაკავშირებით, კავშირ „საფარის“ ხელმძღვანელი და ქალთა მოძრაობის წევრი ბაია პატარაია კიდევ ერთხელ აკეთებს განმარტებებს.

პეტიციაში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, სექსუალური შევიწროება არის არასასურველი სექსუალური შინაარსის მქონე ნებისმიერი ქმედება საჯარო სივრცეში. სექსუალური შევიწროება მოიცავს სექსუალური ხასიათის კომენტარებს, უხამს ხუმრობებს, მიშტერებას, სტვენას, ტელეფონის ნომრის ან შეხვედრის დაჟინებულ მოთხოვნას, რაც უარის შემდეგაც გრძელდება; ასევე, სხეულზე შეხება უნებართვოდ, გენიტალიების ჩვენება და სხვა.

როგორც ბაია პატარია ამბობს, „დაჟინებულ მზერასთან“ დაკავშირებით ყველაზე მეტი კითხვა დაისვა.

„ეწერება თუ არა კანონში დაჟინებული მზერა? არა, არ ეწერება. კანონის ჩანაწერი იქნება ზოგადი, ასე მაგალითად: „ნებისმიერი სექსუალური ხასიათის არასასურველი ქმედება, რომელიც იწვევს დამცირებას, მტრული გარემოს შექმნას" და ა.შ.

შეიძლება ზოგადად მზერა/მიშტერება ჩაითვალოს სექსუალურ შევიწროებად? შეიძლება, მაგრამ არა ყველანაირი. ჩვეულებრივი ყურება, დაკვირვება, მიშტერება და თვალიერება არ ნიშნავს აუცილებლად სექსუალურ შევიწროებას.

როგორი მზერა ჩაითვლება შევიწროებად? ისეთი მზერა, რომელიც არის სექსუალური ხასიათის, ასე მაგალითად: როცა ადამიანი მოგჩერებია ინტიმურ ორგანოებზე და თვალს არ გაშორებთ, თქვენი პროტესტის მიუხედავად. როცა ისე გიყურებს, თითქოს თვალებით გაშიშვლებს და სხვა. ანუ მზერა უნდა იყოს აუცილებლად სექსუალური შინაარსის.

ვინ განსაზღვრავს როგორია ჩემი მზერა? განსაზღვრავს ის ადამიანი, ვისაც უყურებთ. ეს არ არის სიახლე სამართალში. სამართალში ბევრ რამეს განსაზღვრავს მსხვერპლი. მაგალითად: ცემამ ტკივილი და ტანჯვა მიაყენა თუ არა განსაზრვრავს ის ადამიანი, ვისაც სცემეს. მუქარა რეალურია არის თუ არა ვინ განსაზღვრავს, მუქარის მიმღები ადამიანი და ა.შ.

თუ სიამოვნებს ადამიანს, რომ ვუყურებ, თუ მიღიმის ან მეპრანჭება მაშინ? მაშინ ეს აღარ არის შევიწროება, რადგან შევიწროება არასასურველია. ხოლო ის რაც სასურველია, აღარ არის შევიწროება. ფლირტი არ იკრძალება ამ მუხლით. ფლირტსა და შევწიროებას შორის განსხვავება სასურველობაა. იძულებითი ფლირტი, სადაც მეორე ადამიანი უკმაყოფილო და შეწუხებულია, ფლირტი აღარაა და თუ არ შეწყვეტთ ასეთ "ფლირტს" უარის მიღების შემდეგ, თქვენი ქცევა შევიწროებაში გადაიზრდება.

თუ ვიღაც მიყურებს, არ მსიამოვნებს, მაგრამ არც მაღიზიანებს, მაშინ? მაშინ ეს შევიწროვება არ არის, რადგან შევწიროებას სჭირდება, რომ მსხვერპლმა თავი იგრძნოს შეურაცხყოფილად და დამცირებულად. ანუ ადრესატის აღქმა და გრძნობები მნიშვნელოვანია და განსხვავებულიცაა მათი სქესის, ასაკის, სოციალური მდგომარეობის და სხვა ბევრი მახასიათებლის მიხედვით. თუ თავი დამცირებულად არ იგრძენით, ესე იგი შევიროებაზე არც იჩივლებთ.

აუცილებელია უარის დაფიქსირება? არსებობს თუ არა შემთხვევები, სადაც უარს მნიშვნელობა არ აქვს? დიახ, არის ისეთი შემთხვევები, რომელიც ზუსტად ვიცით, რომ მიზანმიმართულად შეურაცხმყოფელია და ის მოსაწონი ვერ იქნებოდა. მაგალითად უცხო ადამიანისთვის გენიტალიების ჩვენება, ან ძალიან უწმაწური სიტყვების მიძახება ვერ იქნება მოწონებული და როგროც წესი, ამის ჩამდენი ზუსტადაც რომ მსხვერპლის დაშინებას და შეურაცხყოფას ისახავს მიზნად და აქ უარის დაფიქსირების მოთხოვნა აზრს კარგავს.

დამტკიცება სჭირდება სექსუალურ შევიწროებას? კი, ყველა სამართალდარღვევას სჭირდება გარკვეული მტკიცებულებების მოკრება. ამ მტკიცებულებების გარეშე პოლიციასაც გაუჭირდება რეგირება და სასამართლოს მითუმეტეს. მტკიცებულება კი შეიძლება იყოს მოწმე, რომელიც ამ კონფლიქტს შეესწრო, ან ჩანაწერი, ან რამე კიდევ სხვა, კონკრეტულ შემთხვევას გააჩნია,"- წერს ბაია პატარაია. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...