1 7 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თბილისის მე-5 მოწვევის საკრებულომ მუშაობა დაასრულა

თბილისის მე-5 მოწვევის საკრებულოს ბოლო სხდომა დასრულდა. დეპუტატებმა დღეს 106-ე სხდომა ჩაატარეს. სხდომაზე საკრებულოს წევრებმა 33 საკითხს უყარეს კენჭი. სხდომას 25 დეპუტატი ესწრებოდა. მე-5 მოწვევის საკრებულოს ბოლო სხდომის დასრულების შემდეგ დეპუტატებმა სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა დეპუტატებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და მომავალი საკრებულოს შემადგენლობას წარმატება უსურვა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ტყემალაძემ კი ისურვა, რომ მე-6 მოწვევის საკრებულოც ისეთივე შრომისუნარიანი იყოს, როგორც მე-5 მოწვევის. 

ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა სავარაუდოდ, მომავალ კვირას გაიმართება. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები