1 7 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„ფონდი ნატახტარის“ თანხის შეგროვების მეექვსე ტალღა იწყება

ფონდი ნატახტარის საქმიანობის ექვსი წლის შედეგები და ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერის ადვოკატობის კამპანია

8 ნოემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ (თბილისი, ვარდების რევოლუციის მოედანი #1) გაიმართება „ფონდი ნატახტარის“ პრესკონფერენცია თანხის შეგროვების მეექვსე ტალღის დაწყების თაობაზე, რომელსაც კომპანიის ხელმძღვანელობასთან და ჟურნალისტებთან ერთად, დაესწრებიან ფონდის საქმიანობაში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები.

ფონდი ნატახტარის შედეგებს საზოგადოებას გაუზიარებენ და ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერის ადვოკატობის კამპანიის შესახებ დამსწრე საზოგადოებას მოუთხრობენ და კითხვებს უპასუხებენ:

·         ჯუნეით არათი - კომპანია „ნატახტარის“ გენერალური დირექტორი

·         ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი - კომპანია „ნატახტარის“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი

·         მანანა ომარაშვილი - ასოციაცია „ჩვენი სახლი - საქართველოს“ ფსიქოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი

პრესკონფერენციის დროს კომპანიის და ფონდის წარმომადგენლები მადლობას გადაუხდიან იმ ორგანიზაციებსა და ადამიანებს, ვინც ფონდის ექვსწლიანი საქმიანობის განმავლობაში, ჩართული იყვნენ პროექტ „იზრუნე მომავალზე“ განხორციელებაში, რაც მზრუნველობამოკლებული მოზარდების დასაქმებასა და განათლებას გულისხმობს.

კომპანია „ნატახტარმა“ 2011 წლის ნოემბერში, დააფუძნა „ფონდი ნატახტარი“ და  დაიწყო საქველმოქმედო პროექტის „იზრუნე მომავალზე“ განხორციელება. ყოველ წელს, დროის გარკვეულ მონაკვეთში „ნატახტარის ლიმონათის“ თითოეული გაყიდული ბოთლიდან ფონდში ირიცხება 1, 3 და 5 თეთრი (შეფუთვების შესაბამისად).  6 წლის განმავლობაში ფონდში შეგროვდა 757 864 ლარი და 307 მოზარდს გაეწია სხვადასხვა ტიპის მომსახურება განათლებისა და დასაქმების კუთხით. პროექტი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი სახლი - საქართველოს“ მხარდაჭერით და საქართველოს პატრიარქის თანადგომითა და ლოცვა-კურთხევით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...