1 7 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

თიბისი ბანკის მხარდაჭერით კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

თიბისი გალერეაში მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ მონაწილეთა პროექტების გამოფენა და გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

კონკურსი წელს უკვე მეშვიდედ ჩატარდა „შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის“ ორგანიზებით. წელს კონკურსის წარმდგენი იყო თიბისი ბანკის #1 ბარათი, რომელიც სპეციალურად სკოლის მოსწავლეებისთვის შეიქმნა.

წლევანდელი კონკურსი ფონდმა 2017 წლის თებერვალში გამოაცხადა. წარდგენილი 44 განაცხადიდან კონკურსის დასკვნითი ეტაპისთვის შეირჩა 19 ნამუშევარი, რომლებიც გამოიფინა თიბისი ბანკის საგამოფენო სივრცეში. გამოფენის პარალელურად, ჩატარდა მოკლე პრეზენტაციები პროექტების შესახებ, რის შემდეგაც საკონკურსო კომისიამ  გამარჯვებულები გამოავლინა.

 
·         გრანპრის მფლობელები გახდნენ თბილისის 87-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები - პროექტით „კურკუმინის საფუძველზე ახალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებისმიღება“. პროექტის ავტორები  გაემგზავრებიან  საზღვარგარეთ შემეცნებითი ტურით.
 
·         I ადგილი დაიკავეს და 5000 ლარის ფულადი ჯილდო  ქართულ-ამერიკული სკოლა "პროგრესის“ მოსწავლეებმა მიიღეს პროექტისთვის  „მანძილის მზომი რობოტი“
 
·         II ადგილის და 3000 ლარის მფლობელები გახდნენ 165-ე საჯარო სკოლისა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებლის მოსწავლეები პროექტით "ჭკვიანი ურიკა“
 
·         III ადგილი დაიკავეს  სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესს-ის მოსწავლეებმა, პროექტისთვის - "უჩინარის მაჩინარი" -მოზაიკური ეკრანი "შლიერენის" გამოსავლენად.
 
საკონკურსო კომისიის მიერ გამოვლენილი გამარჯვებული პროექტების ავტორები (მხოლოდ IX-XII კლასის მოსწავლეები) საქართველოს სახელით მონაწილეობას მიიღებენ ინტელის საერთაშორისო სამეცნიერო-საინჟინრო გამოფენაზე - Intel ISEF ამერიკის შეერთებულ შტატებში.  
მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის ”ლეონარდო და ვინჩის“ ადმინისტრირებას შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი 2010 წლიდან ახორციელებს. კონკურსის მიზანია მეცნიერების პოპულარიაზაცია, სამეცნიერო სფეროში ახალგაზრდა კადრების მოზიდვა, სამეცნიერო მიმართულებებით მოზარდების ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან დაინტერესება. კონკურსის დაარსებიდან დღემდე წარდგენილი  368 საკონკურსო განაცხადიდან 49 პროექტი გამარჯვებულად გამოცხადდა და გამოგონებად ჩაითვალა.  

წელს კონკურსში მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლეები  მე-7 დან 12 კლასის  ჩათვლით.  საკონკურსო განაცხადებიდან  20 საქართველოს რეგიონებიდან იყო წარმოდგენილი (ქუთაისი, ხაშური, ბათუმი, რუსთავი, ჩოხატაური, ახმეტა, ცაგერი), ხოლო  27 თბილისიდან. კონკურსზე 10 ექსპერტისაგან შემდგარი საკონკურსო კომისია მუშაობდა.
 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...