1 7 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ხბოს გულ-ღვიძლი ვიყიდე, პარაზიტების შემოსევას გადავურჩი" - ისევ "კარფური" და ისევ სკანდალი

    “დღეს პარაზიტების შემოსევას გადავურჩი, იმედია. კარფურში ხბოს გულ-ღვიძლი ვიყიდე”,-ამის შესახებ სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხარებელი წერს:

   “მაგრამ რად გინდა, დაჭრა რომ დავიწყე, უცნაური ფორმის და ფერის მასა გადმოვიდა. ჯერ არ მივაქციე ყურადღება და დაჭრა განვაგრძე. დაჭრილი ღვიძლის ნაწილის შეწვა დავიწყე. დარჩენილი ნაწილის დაჭრა განვაგრძე და უცნაური ბლანტი სითხე სულ უფრო გახშირდა. მოკლედ რომ არ გავარძელო შიმშილის გრძნობა და ჭამის სურვილი დავძლიე და კომპეტენტურ მეგობარს გადავურეკე, თან სურთები გავუგზავნე. სასწრაფოდ გადმომირეკა, არ ჭამო პარაზიტებით არის დაავდებულიო.

   ჩავაწყე დაჭრილი ღვიძლი და კარფურში ჩავიტანე. მოვითხოვე ღვიძლის ლაბორატორიული შემოწმება და სხვა პროდუქციის გაყიდვიდან ამოღება. თან ერთი წყვილი გადავარჩინე. უკვე ხელში ეჭირათ ღვიძლის ორი შეკვრა. არ ვიცი, რა პასუხი იქნება ხვალ.

  ფაქტია ღვიძლი ჯანმრთელი არ იყო. სულ თეთრი ლაქები ჰქონდა. როგორც ვიცი, ჯანმრთელი ღვიძლი წითელი უნდა იყოს და თეთრი ჩანართების გარეშე. მოკლედ, რით ვიკვებებით, არავინ იცის. მეტი კონტროლი სურსათის უვნებლობის მიმართულებით.”-

კომენტარები

მსგავსი სიახლეები