1 7 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საბავშვო ბაღების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის უმაღლესი განათლება სავალდებულო იქნება

   მომავალი წლიდან ქვეყნის სკოლამდელ დაწესებულებებში აღმზრდელ-პედაგოგის სტატუსის მქონე პირები იმუშავებენ.  ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა–ბაღების მართვის სააგენტოს უფროსმა თემურ თორდინავამ განაცხადა. 

„2024 წლამდე აღმზრდელ–პედაგოგის თანამდებობაზე დასაქმებული ადამიანებისთვის ვალდებულებას არ წარმოადგენს, სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით ბაკალავრის ხარისხი ჰქონდეს მიღებული. 2024 წლის 1-ელი სექტემბრიდან კი, ნებისმიერ აღმზრდელ–პედაგოგს სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით უმაღლესი განათლება უნდა ჰქონდეს. რატომ 2024 წლიდან? – ეს იმიტომ, რომ უმაღლეს სასწავლებლებს ჰქონდეს შესაძლებლობა, სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით აღმზრდელ–პედაგოგის სასწავლო პროგრამები დანერგონ. აღნიშნულ დრომდე კი საჯარო და კერძო სკოლამდელ დაწესებულებებს პრობლემები რომ არ შეექმნებათ და ამ კუთხით აღმზრდელ–პედაგოგის დეფიციტი არ იყოს, ამიტომ მოქმედი თანამშრომლების გადამზადება მოხდება. იმ თანამშრომლებს, რომლებიც შესაბამის ტრენინგ–მოდულების კურსებს გაივლიან და შესაბამის ქულებს მიიღებენ, აღმზრდელ–პედაგოგის სტატუსი მიენიჭებათ. ამდენად, ასეთი სტატუსი პედაგოგებს შესაძლოა, მომავალი წლიდან უკვე მიენიჭოთ“, – განაცხადა თორდინავამ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები