1 7 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სტარტაპერის და ჯეოსელის ერთობლივი შეთავაზება სტარტაპერებს

თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერს“ კომპანია „ჯეოსელი“ უერთდება და დამწყები ბიზნესებისთვის სპეციალურ პროდუქტს - „ჯეოსელი სტარტაპერისთვის“ ქმნის.
 
”სტარტაპერისა“ და „ჯეოსელის“ ერთობლივი შეთავაზებით, დამწყებ ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ  მათზე მორგებული 2 პაკეტიდან ერთ-ერთი, რაც  სასაუბრო დროზე, SMS-ებსა და ინტერნეტზე შეღავათიანი ტარიფებით სარგებლობას გულისხმობს.
 
კერძოდ, სპეციალურად სტარტაპერებისთვის შექმნილი პაკეტები მოიცავს:
 
7 ლარიანი პაკეტი :
·         1000 წუთს ჯეოსელის ქსელში
·         1000 SMS-ს
·         1000 MB ინტერნეტს.
10 ლარიანი პაკეტი:
·         300 წუთი ლოკალურ ზარებზე*
·         3000 SMS
·         3000 MB ინტერნეტი
* გამონაკლისია S1, Gmobile და Globalcell
 
„ჯეოსელი სტარტაპერისთვის“  შეთავაზებით სარგებლობა  შეუძლია ნებისმიერ კომპანიას, რომელიც რეგისტრირებულია არაუმეტეს 2 წლისა. პაკეტებით სარგებლობა შეთავაზების მიღებიდან 2 წლის განმავლობაშია შესაძლებელი.
 
სტარტაპერებზე ასევე ვრცელდება „ჯეოსელის“ სპეციალური ტარიფიც, რაც კომპანიის შიგნით ულიმიტო ზარებსა და SMS-ებს მოიცავს თვეში მხოლოდ 2 ლარად.
 
„ჯეოსელი სტარტაპერისთვის“ პაკეტებით სარგებლობისთვის, სტარტაპის დამფუძნებელმა განაცხადი უნდა შეავსოს პროგრამა „სტარტაპერის“ ვებგვერდზე - https://www.startuperi.ge//#ჯეოსელი-ბიზნესისთვის, სადაც ასევე შესაძლებელია პაკეტების პირობებისა და ტარიფების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები