1 7 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სამხედრო პოლიგონზე ერთი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა - ახალგაზრდა მამაკაცს ხელის ამპუტაცია დასჭირდა

სიმონეთის სამხედრო პოლიგონზე სამხედრო მოსამსახურე, ვალერი ჭანტურიძე დაშავდა. 33 წლის ჭანტურიას მარცხენა ხელის მტევანი დაუზიანდა, რის გამოც ხელის ამპუტაცია გახდა საჭირო.

სამხედრო ქუთაისში, რეფერალურ ჰოსპიტალში გადის მკურნალობას. ექიმის ინფორმაციით, ჯარისკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

დაშავებულის დედა, აცხადებს რომ არ ეუბნებიან, თუ რა მოხდა ჯარში.

"ავღანეთში რომ ყოფილიყო, ხმას არ ამოვიღებდი. აგერ, უბრალო ადგილზე მიკლავდნენ შვილს და რა მოხდა, ეს ვერ გავიგე", - აცხადებს პირველ არხთან სამხედროს დედა თინათინ ჭანტურიძე.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სამხედრო პოლიციამ დაიწყო. მათივე ინფორმაციით, ვალერი ჭანტურიძე სამიზნე სროლებს ახორციელებდა და უეცარი სროლის შედეგად მარცხენა ხელის მტევანი დაიზიანა. დანიშნულია ექსპერტიზა. გამოძიება კი 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს.

ჭანტურია 12 წელია სამხედრო მოსამსახურეა. სხვადასხვა დროს ის იმყოფებოდა ერაყისა და ავღანეთის სამხედრო მისიებში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები