1 7 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ჩანაწერებზე უფრო მეტყველი იქნება თვითმხილველების ჩვენებები" -ვოლსკი ნუცუბიძეზე დაკავებისას გარდაცვლილის საქმეზე

    "ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნას, რომელიც შს მინისტრის პარლამენტში დაბარებას ეხება, პოლიტიკური ცირკის მოწყობის მცდელობას უწოდებს, გია ვოლსკი.  

    საქმე ეხება ნუცუბიძის ფერდობზე პატრულის მიერ დაკავებისას მამაკაცის გარდაცვალების ფაქტს. ნუცუბიძის ფერდობზე მომხდართან დაკავშირებით ოპოზიციონერი დეპუტატები უწყების ხელმძღვანელისგან განმარტებებს ითხოვენ.

   „იმედი გვქონდა, რომ ასეთი ჩანაწერები იარსებებდა, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს, ამ შემთხვევაში ძალიან ბევრი თვითმხილველია და მე ვფიქრობ, რომ ჩანაწერებზე უფრო მეტად მეტყველი იქნება თვითმხილველების ჩვენებები. მორიგი მცდელობაა პოლიტიკური ცირკის მოწყობის, მე არ მგონია, რომ საჭირო და დროულია დაბარება,“ - ამბობს პარლამენტის ვიცე სპიკერი გია ვოლსკი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები