1 7 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„აგი რაცხა ფიროსმანაა სიმინდი კი შეჭამა, მოსავალი არაა და ახლა ინდაურებს მაგით ვკვებავთ"

„აგი რაცხა ფიროსმანაა [ფაროსანა-ავტ.] სიმინდი კი შეჭამა, მოსავალი არაა და ახლა ინდაურებს მაგით ვკვებავთ – ხუმრობენ გურიაში – ინდაურის ხორცსაც უკარგავს გემოსო, მაგრამ არ ვიცით ჯერ რა გემო ექნება“.

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატი მოსახლეობას დაურიგეს, თუმცა მოსახლეობა ამბობს, რომ შეწამვლა ახლა დაგვიანებულია, ვინაიდან ფაროსანა უკვე საცხოვრებელ სახლებსაა შეფარებული გამოსაზამთრებლად, სახლებში კი საწამლავს ვერ გამოიყენებენ. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი პრეპარატით წამლობას საცხოვრებელ სახლშიც ატარებს.

„საშიშია, აწერია ზედ საწამლავსაც… სახლში მაგას ვერ გამოვიყენებ და გაზაფხულზე რომ დაიწყებს სახლიდან გამოსვლას, შემდეგ შევწამლავ ალბათ ეზოს, მაგრამ შინაური ფრინველებისთვისაც საშიშიაო და არ ვიცი“ – გვეუბნება ერთ-ერთი მოქალაქე გურიაში.

მოსახლეობა პრეპარატის გამოყენებისგან აჭარის სოფლებშიც იკავებს თავს. „ისეთი ინსტრუქცია ახლავს, მაგის გამოყენებას ტრაქტორები და სპეციალური ტექნიკა სჭირდება. თან ჩვენთან ოთხ ოჯახზე თითო პრეპარატი დაარიგეს, არ არის საკმარისიო“ – გვეუბნება მოქალაქე, რომელიც ქედის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს.

batumelebi.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები