1 7 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ქუთაისში პირველი სტუდენტური სტარტაპ ბანაკი გაიხსნა

Impact Hub Tbilisi-სა და Garage48-ის ორგანიზებით,  ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში  პირველი სტუდენტური სტარტაპ ბანაკი გაიხსნა.

სტარტაპ ბანაკი - ეს არის ინტენსიური კურსი, რომელიც მიზნად ისახავს ინოვაციური იდეების განვითარებას და სტარტაპის დასაწყებად საჭირო ძირითადი ცოდნის მიღებას. ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად უკვე დარეგისტრირდა 60-მდე მსურველი. მონაწილეები ოთხი დღის განმავლობაში ინტენსიურად იმუშავებენ საერთაშორისო მენტორებთან ერთად.

პროექტს ახორციელებს Impact Hub Tbilisi და Garage48. ოფიციალური პარტნიორია თიბისი ბანკის პროგრამა სტარტაპერი. მხარდამჭერები:საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ,საერთაშორისო განათლების ცენტრი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

შემდეგი სტუდენტური სტარტაპ ბანაკი 16-19 ნომბერს ბათუმში გაიმართება. ასევე, ბათუმი უმასპინძლებს ფინალურ ჰაკათონს დეკემბერში, სადაც პროგრამისტები, დიზაინერები, მარკეტერები, მეწარმეები და პროექტ-მენეჯერები განავითარებენ კრეატიულ იდეებს დაშექმნიან სამუშაო პროტოტიპებს.

Garage48 ღონისძიებების სერიაა, რომელიც 2010 წლის აპრილში ესტონეთში დაიწყო და მას შემდეგ სხვადასხვა ქვეყნაში ტარდება. წლების განმავლობაში, პროექტის ფარგლებში არაერთი საინტერესო იდეა განხორციელდა და შეიქმნა რამდენიმე წარმატებული სტარტაპი.

პროექტის მიზანია მეწარმეობისა და სტარტაპ კულტურის ხელშეწყობა და ადამიანებისთვის იმის სწავლება, თუ როგორ შეიძლება მოკლე ვადებში იდეა პროტოტიპად აქციონ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...