1 7 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

თბილისის რიგით მე-20, საიუბილეო ჯაზ-ფესტივალი გაიმართება

2-5 ნოემბერსთბილისში რიგით მე-20, საიუბილეო ჯაზ-ფესტივალი გაიმართება. ტრადიციულად, თბილისის საკონცერტო დარბაზი მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსების კონცერტებს უმასპინძლებს. ფესტივალის პროგრამა, კონცერტებთან ერთად, ითვალისწინებს ცნობილი ჯაზ-შემსრულებლების მასტერკლასს ქართველი სტუდენტებისთვის.

2 ნოემბერს, თბილისის საიუბილეო ჯაზ-ფესტივალს ჯაზისა და სოულის შემსრულებელი, ლეგენდარული  ამერიკულ   ჯგუფი  TOWER OF POWER  (თაუერ ოფ ფაუერ)  გახსნის. 4 ნოემბერს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, მსოფლიოში აღიარებული საქსაფონისტი JOE LOVANO (ჯო ლოვანო) ქართველი სტუდენტებისთვის მასტერკლასს ჩაატარებს. ამავე დღეს მუსიკოსი მსმენელის წინაშე თავის კვარტეტთან ერთად, კონცერტით წარდგება. თბილისის საიუბილეო ჯაზ-ფესტივალის ბოლო დღეს, კონცერტს გამართავს ახალგაზრდა ქართველი ჯაზ-შემსრულებელი პაპუნა შარიქაძე, თავის ტრიოსთან ერთად, რომელსაც  სპეციალური სტუმარი -  მსოფლიოში აღიარებული  ბასისტი EDDIE GOMEZ (ედი გომესი) ეყოლება. ამავე დღესვე გაიმართება ლეგენდარული სტენლი კლარკისა (STANLEY CLARKE), და მისი ბენდის კონცერტი. აღსანიშნავია, რომ სტენლი კლარკის ბენდის მუდმივი წევრი, უკვე რამდენიმე წელია, ქართველი ჯაზ-შემსრულებელი ბექა გოჩიაშვილია. კონცერტის დაწყებამდე კი, თბილისის საკონცერტო დარბაზის ფოიეში, მოეწყობა ახალგაზრდა ქართველი მხატვრის, ირაკლი ჩიქოვანის მიერ, ჯაზის თემატიკაზე შექმნილი ნახატების გამოფენა სახელწოდებით „ჯაზ- ექსპერიმენტი“.

პირველ ჯაზ-ფესტივალს თბილისმა ჯერ კიდევ 1978 წელს უმასპინძლა. ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი, სადაც მსგავსი ტიპის მასშტაბურ ფესტივალს ჩაეყარა საფუძველი და მას შემდეგ, თბილისი, დღემდე რჩება მსოფლიო დონის ჯაზ-შემსრულებლების შეკრების უცვლელ ადგილად.

რიგით მეორე ფესტივალს თბილისმა 1986 წელს, ხოლო მესამეს - 1989 წელს უმასპინძლა. 2000 წლამდე, თბილისის ჯაზ-ფესტივალი არ ჩატარებულა, თუმცა კომპანია ისთერნ პორმოუშენსმა, ჯაზის მოყვარულებს ალტერნატიული მუსიკალური საღამოები შესთავაზა - სხვადასხვა დროს თბილისს სტუმრობდნენ რეი ჩარლზი, ჯეიმს ბრაუნი, „მანჰეტენ ტრანსფერი“ და სხვა. 2000 წლიდან კი, თბილისის საერთაშორისო ფესტივალი კვლავ აღდგა და დღემდე გრძელდება. ფესტივალს, ერთადერთი წყვეტა, 2000 წლის შემდეგ, 2008 წელს ჰქონდა, რისი მიზეზიც აგვისტოს ომი გახდა.

ფესტივალის წარმდგენი: თიბისი ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურება TBC STATUS;

ფესტივალის მხარდამჭერები: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის მერია;

საინფორმაციო მხარდაჭერა:  „რუსთავი 2“, „იმედი“, „არტარეა“, რადიო „ფორტუნა“, “Music Box,” “Georgia Today“, ჟურნალი „OK“, სარეკლამო კომპანია „ალმა“;

მასპინძელი: რესტორანი შავი ლომი;


ფესტივალის პროგრამა:

 

2 ნოემბერი - 20:00 სთ - თბილისის ივენთ ჰოლი - TOWER OF POWER 

4 ნოემბერი -15:00 სთ - თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია - JOE LOVANO - მასტერკლასი ქართველი სტუდენტებისთვის;

4 ნოემბერი - 20:00 სთ - თბილისის ივენთ ჰოლი - JOE LOVANO CLASSIC QUARTET;

5 ნოემბერი - 19:00 სთ - თბილისის საკონცერტო დარბაზი - PAPUNA SHARIKADZE  TRIO Featuring EDDIE GOMEZ; STANLEY CLARKE BAND.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...