1 7 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ბიზნეს კაფეს მეთორმეტე შეხვედრა

2017 წლის 24 ოქტომბერს სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ ბიზნეს კაფეს რიგით მეთორმეტე შეხვედრა გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო „LIVE“-ის დამფუძნებელი ალექს ჩიქოვანი ესაუბრა თემაზე “პირველიდან დღემდე - ქართული ღვინის კომერციული ისტორია“  

“ბიზნეს კაფე არის ადგილი, სადაც გამოცდილ ადამიანებს შეიძლება გაუზიარო შენი გამოცდილება, ცოდნა და გაიგო მათი აზრი კონკრეტული საკითხისადმი. ეს არის საქმიანი და საქმეზე საუბრის ინტერაქტიული ფორმატი, სადაც ხდება აზრთა გაცვლა-გამოცვლა და სხვადასხვა შეხედულების გაზიარება. 21 საუკუნეში ბიზნესი დგას ბრენდზე, ბრენდის შენება და მართვა საქმის წარმოების კულტურაა და ამის გარეშე შეუძლებელია მდგრადი ბიზნესის შექმნა. ბრენდინგი სტრატეგიაა, სტრატეგია ბრენდინგია, რაც გულისხმობს საღ აზრზე დაფუძნებულ ბიზნესის მართვის ხელოვნებას.“ თქვა ალექსი ჩიქოვანმა.

ბიზნეს კაფეს შესახებ:

ბიზნეს კაფე საკონსულტაციო კომპანია „ინსორსის“ მიერ ინიცირებული პროექტია, რომელიც 2015 წლიდან პაშა ბანკის პარტნიორობით ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს რეგულარულად ესწრებიან საშუალო და მსხვილი კომპანიების მენეჯერები. აქ ხდება ბიზნესის სფეროში მიმდინარე პროცესების და სიახლეების, ასევე გამოცდილების და ცოდნის გაზიარება. პროექტი გამოირჩევა მრავალფეროვანი თემატიკით და ინტერაქტიული ფორმატით, რაც განაპირობებს მის მიმართ მზარდ ინტერესს. 2017 წლიდან პროექტს სპონსორების სახით შეუერთდნენ კომპანიები ეისითი და ორიენტ ლოჯიკი.

ბიზნეს კაფეს შეხვედრების სპიკერებს შორის იყვნენ:

- ლადო გურგენიძე, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ამჟამად „ლიბერთი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარე        -“აზრები მენეჯმენტსა და ლიდერობაზე”

-   გიორგი ქადაგიძე, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი -  „ინოვაციების მართვა“

- ალექსანდრე ჯეჯელავა, ამჟამად საქართველოს განათლების მინისტრი - „ორგანიზაციული კულტურა“

-   დავით გოგიჩაიშვილი, “ღამის შოუს სტუდიის” გენერალური მენეჯერი - „ადამიანური რესურსების მართვა“

- ანდრო დგებუაძე, ბიზნეს კონსულტანტი - „მენეჯმენტი 3.0, ანუ უკუღმა წაკითხული MBA -ს წიგნები“

-  პაპუნა ტოლიაშვილი, სინერჯი ჯგუფის ხელმძღვანელი და ერთ-ერთი დამფუძნებელი - „წრიული ორგანიზაციული სტრუქტურები“

- თინათინ რუხაძე, კვლევითი-საკონსულტაციო კომპანია “ეისითის” თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი - „ვინ არის მომავლის ლიდერი?“

-  გუგა ცანავა, ბიზნეს კონსულტანტი და ანტერპრენიორი - “სტენფორდის სტრატეგიული მართვის მოდელი”

-   საშა ტერნესი, კომპანია TERNES Real Estate Fund-ის დამფუძნებელი და პროკრედიტ ბანკის ყოფილი გენერალური დირექტორი - „ორგანიზაციული კულტურა, ბიზნეს ეთიკა და კორპორატიული მართვა“

-   გიორგი ქანანაშვილი, ანტერპრენიორი  - „ფინანსურ ტექნოლოგიებსა და გამოწვევებზე“

- ლევან ბახია, „სარკე სტუდიოს“ დამფუძნებელი - „სარკეში“ არეკლილი რეალობა - მარკეტინგული, მენეჯერული და ფილოსოფიური გამოღვიძება“.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...