1 7 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ASB სასწარვლო კურსის „კატასტროფის რისკის შემცირება ინკლუზიური მიდგომით“შესახებ თელავში სამუშაო შეხვედრას ჩაატარებს

მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში  (მის: ქ. თელავი, ქართული უნივერსიტეტის ქუჩაN1), კამპანიის „ჩვენ მზად ვართ“ ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB საქართველო), 6 სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სახელმწოფი სტრუქტურების წარმომადგენლების მონაწილეობით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების 1 დღიან სამუშაო შეხვედრას ჩაატარებს.
 
აღნიშნულ შეხვედრაში უნივერსიტეტებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები. შეხვედრაზე განიხილება 6 სახელმწიფო უნივერსიტეტში კურსის "კატასტროფის რისკის შემცირება ინკლუზიური მიდგომით“ დანერგვის დროს წარმოქმნილი პრობლემები, საუკეთესო პრაქტიკა და მიღებული გაკვეთილები, ასევე შემუშავდება რეკომენდაციები.
 
აღნიშნული შეხვედრა ჩატარდება საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის (ASB) მიერ, ევროპის სამოქალაქო დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების გენერალური დირექტორატის  ფინანსური მხარდაჭერით, DIPECHO IV ფაზის მიმდინარე პროექტის „ჩვენ მზად ვართ! განათლება უსაფრთხოებისთვის, კატასტროფის რისკის შემცირება ინკლუზიური მიდგომით“ ფარგლებში.
 
პროგრამის მთავარი მიზანია: კატასტროფის რისკის შემცირების თემატიკის აქტუალიზაცია და ინსტიტუციონალიზაცია საგანმანათლებლო სექტორში, სასწავლო კურსის დანერგვა სამიზნე უნივერსიტეტებში ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების შესაძლებლობების ამაღლება და მათი აქტიური მონაწილების უზრუნველყოფა კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებში.
 
1996 წელს დაწყებული კატასტროფის რისკისადმი მზაობის ECHO–ს პროგრამა (DIPECHO) წარმოადგენს ECHO–ს კატასტროფის რისკის შემცირების გლობალური მცდელობის მთავარ კომპონენტს, რომელზეც 325 მილიონი ევროა გამოყოფილი. პროგრამის მთავარი მიზანია საზოგადოების მდგრადობის გაძლიერება და მოწყვლადობის შემცირება. DIPECHO არის ადამიანებზე ორიენტირებული პროგრამა, რომელიც ეხმარება კატასტროფის რისკის ქვეშ მცხოვრებ მოსახლეობას ტრენინგის საშუალებით კატასტროფისადმი მზაობის გაძლიერებაში, ასევე ადრინდელი შეტყობინების სისტემების დანერგვაში და გაუთვალისწინებელი შედეგების მიმართ რეაგირების დაგეგმვაში. იგი აგრეთვე ხელს უწყობს მოქალაქეების, სამოქალაქო ჯგუფების, ადგილობრივი, რეგიონალური და სახელმწიფო ორგანიზაციების ეფექტურ თანამშრომლობას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...