1 7 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

კომპანიამ „m2 უძრავი ქონება“ მთაწმინდის ტყის აღდგენის პროექტზე სამუშაო შეხვედრა გამართა

24 ოქტომბერი, 2017 წელი - კომპანიამ „m2 უძრავი ქონება“ მთაწმინდის ნახანძრალი ფერდობის აღდგენისა და რეაბილიტაციის პროექტის განხილვაზე სამუშაო შეხვედრა გამართა.  ღონისძიება მრგვალი მაგიდის ფორმატით წარიმართა, სადაც გარემოსდაცვით ორგანიზაციებთან და მერიის გამწვანების სამსახურთან ერთად განიხილეს საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მიერ მომზადებული სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველადი გეგმა, ტექნიკური პირობები და მონიტორინგის პრინციპები.   

მთაწმინდის ნახანძრალი ტერიტორიის აღდგენის და სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის განსაზღვრულ  ტექნიკურ დავალებაში გათვალისწინებული იქნება სამუშაო შეხვედრაზე განხილული ყველა რეკომენდაცია. მრგვალი მაგიდის მონაწილეეები იყვნენ: თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახური, ეკოვიჟენი, CENN, REC, GMG - საქართველოს მწვანეთა მოძრაობა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტი, საქართველოს ბუნებრივი რესურსებისა და გარემოსდაცვის სამინისტრო. 

კომპანიამ „m2 უძრავი ქონება“ მთაწმინდის ფერდობის დამწვარი ტერიტორიის აღდგენის საკითხზე მუშაობა 9 აგვისტოს დაიწყო. ამ დღიდან ქალაქის მერიასთან, გარემოსდაცვით ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან ერთად საკითხის შესწავლა და რეაბილიტაციის შესაძლო ვარიანტების განხილვა მიმდინარეობდა. პროექტის მიზანი დამწვარი 20 ათასი კვადრატული მეტრის ტერიტორიის სრულად აღდგენა და აღნიშნულ ადგილზე ბიომრავალფეროვანი გარემოს შექმნაა. 

მთაწმინდის მთაზე ხანძარი 2017 წლის 8 აგვისტოს გაჩნდა. ცეცხლი ძნელად მისადგომ ფერდობზე ბალახსა და ხეებს წაეკიდა და დაახლოებით 2 ჰექტარი ტერიტორია გაანადგურა. კომპანია „m2 უძრავი ქონება“, მისი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის თანახმად, საკუთარ თავზე იღებს მთაწმინდის ფერდობზე დამწვარი ტორიტორიის, როგორც მწვანე საფარის აღდგენასა და ლანდშაფტის რეაბილიტაციას, ასევე მის შემდგომ მოვლას. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...